ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

კანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება

კანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წ…

არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. შესაბამისი ცვლილებები „საარჩევნო კოდექსში“ შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე წარედგინა.

კანონპროექტის მიხედვით, საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღის, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბნის გამოვლენისა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება აღარ ექნებათ.

ცვლილებებით, მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს, საოლქო კომისიების ნაცვლად, ცესკო შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც თავად გამოსცემს.

პროექტით კონკრეტდება, რომ ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრების, მერების უფლებამოსილებების დაწყების ვადა არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან, მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღე იქნება.

კანონპროექტით გათვალისწინებულია არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშის წარდგენის ვადის საკითხებიც. ცვლილებებით, სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღის ნაცვლად, მე-12 დღისა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს