ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ზურაბ ქადაგიძე კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ: ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ და სახელმწიფოს მრჩევლად სააკაშვილს ირჩევ

ზურაბ ქადაგიძე კიევთან ახლოს აღმოჩენილ სარდაფზე, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ: ეს არის შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ და სახელმწიფოს მრჩევლად სააკაშვილს ირჩევ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგ…

„საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზურაბ ქადაგიძე და საერთაშორისო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, კიევთან ახლოს აღმოჩენილია სარდაფი, სადაც უკრაინელ ჯარისკაცებს აწამებდნენ.

მისი თქმით, სადაც კი „ნაციონალური მოძრაობის“ კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება და მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება.

„სისტემური ხელწერა არ იცვლება: როდესაც რეჟიმის არქიტექტორები ექსპორტზე გაგაქვს, შედეგად იმავე სადისტურ პრაქტიკას იღებ.

კიევში გამოვლენილი საწამებელი სარდაფი არ არის ცალკეული გადაცდომა. ეს არის გარდაუვალი შედეგი იმ პოლიტიკური გადაწყვეტილებისა, როდესაც ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ჯალათებს უმაღლეს თანამდებობებს აბარებ, ხოლო სახელმწიფოს მრჩევლად მიხეილ სააკაშვილს ირჩევ.

სადაც ეს კლასტერი შედის, იქ ინსტიტუტები დეგრადირდება, ხოლო მართვის ერთადერთ ინსტრუმენტად ადამიანის წამება, გატაცება და იატაკქვეშა ტერორი რჩება.

საქართველოს ეს მძიმე წარსული უკვე გამოვლილი აქვს. დღეს კი ნათლად ჩანს: სადისტური სისტემის ავტორები სადაც არ უნდა აღმოჩნდნენ, თავიანთ ერთადერთ „ხელწერას“ ყველგან უცვლელად იმეორებენ“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს