ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი კირცხალია: მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში

ირაკლი კირცხალია: მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჯერ ჩამოყალიბდნენ, ფართოვდებიან თუ არ ფართოვდებიან. სულ რომ ხალიჩა დაგიგონ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თუ კავშირში გაწევრიანდებიან, ხმის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჯერ ჩამოყალიბდნენ, ფართოვდებიან თუ არ ფართოვდებიან. სულ რომ ხალიჩა დაგიგონ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თუ კავშირში გაწევრიანდებიან, ხმის…

ჯერ ჩამოყალიბდნენ, ფართოვდებიან თუ არ ფართოვდებიან. სულ რომ ხალიჩა დაგიგონ, კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებს ეუბნებიან, რომ თუ კავშირში გაწევრიანდებიან, ხმის მიცემის უფლება არ ექნებათ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მან უპასუხა კითხვას - ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით რა მოლოდინი აქვს მმართველ პარტიას?

„კითხვას ვსვამ - რომელ კავშირში უნდა თავმოყვარე ქვეყანას განვითარდეს, სადაც არანაირი უფლება არ ექნება? მონობა ქართველებს არასდროს აგვირჩევია და არც ავირჩევთ. ერთგული ვრჩებით იმ ევროპის, რომელი ევროპის დროსაც 78-ე მუხლი გაჩნდა ჩვენს კონსტიტუციაში და დღეს სად არის ევროპა - ჯერ ფართოვდებიან, შემდეგ არა, გავფართოვდები იმ შემთხვევაში, თუ სიტყვის თქმის უფლება არ გექნება, როცა გეტყვი, უნდა დაიძინო და როცა გეტყვი, გაიღვიძო - ამ პოლიტიკით, რა თქმა უნდა, საქართველოშიც შეუმცირდებათ რეიტინგი და ამ მმართველობას თავიანთ ქვეყნებშიც როგორ უმცირდებათ რეიტინგი, რა მოვლენები ვითარდება, ამას მთელი მსოფლიო ძალიან კარგად ხედავს“, - აღნიშნა კირცხალიამ.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს