ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში - ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში თავის თავთან იღებს ძალადობას

შალვა პაპუაშვილი: ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში - ვინც სხვაგან ძალადობას აქეზებს, საბოლოო ჯამში თავის თავთან იღებს ძალადობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში - ვინც სხვაგან ძალად0ბას აქეზებს, საბოლოო ჯამში ტავის…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში - ვინც სხვაგან ძალად0ბას აქეზებს, საბოლოო ჯამში ტავის…

ვინც საქართველოში ძალადობის ნორმალიზებას ცდილობდა, ამის შედეგი არის ის, რომ ეს გახდა ნორმა მათ ქვეყნებში - ვინც სხვაგან ძალად0ბას აქეზებს, საბოლოო ჯამში ტავის თავთან იღებს ძალადობას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევროპის სხვადასხვა ქალაქში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

„ის, რომ საფრანგეთში მკვლელობის მცდელობას ეძახიან და საქართველოში ადამიანის ცოცხლად დაწვის მცდელობას, სამართლიან პროტესტს, ეს რაიმე ორმაგი სტანდარტი კი არ არის, ამის უკან დგას ის, რომ ვისგანაც ჩვენ მოველით დაგმობას, თავად არიან ამ ყველაფერის წამქეზებლები და მხარდამჭერები.

ახლა რას იტყვის ბრიუსელი, რომ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი ცუდია?! ეს რომ თქვას, მაშინ ის პრესმდივანი უნდა გააგდოს, რომელმაც 4 ოქტომბრის დამხობის შეკრებას მხარდაჭერა გამოუცხადა.

​რას იტყვის ევროკავშირის საელჩო, რომ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის ცუდი, როცა ევროკავშირის საელჩო თავად აფინანსებდა „მოლოტოვის კოქტეილის“ კამპანიას. ევროკავშირის ელჩი იმას იტყვის, რომ სიძულვილის ენა არის ცუდი, როდესაც ის თავად ფულს უხდის და იმ ხალხის დაკრულზე ცეკვავს, ვინც საქართველოში ზიზღსა და სიძულვილს ნერგავს. თავად არიან ამ ძალადობის წამქეზებლები, დამფინანსებლები და შემდეგ ხელის დამფარებლები. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს