ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელობა, მათი გენეტიკური კოდია „ნაციონალური მოძრაობა“

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის ალიანსზე: ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელობა, მათი გენეტიკური კოდია „ნაციონალური მოძრაობა“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ლოგოდან ამოიღეს [ნაციონალური მოძრაობა], მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ლოგოდან ამოიღეს [ნაციონალური მოძრაობა], მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელო…

ლოგოდან ამოიღეს [ნაციონალური მოძრაობა], მაგრამ გულიდან ვერ ამოიღებენ, ვინაიდან ეს არის კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა და ლოგოს და სიმბოლოებს არ აქვს მნიშვნელობა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

მისი თქმით, მორიგი სპექტაკლია ის, თითქოს ოპოზიციურ ალიანსში მყოფი პარტიები ნაციონალური მოძრაობას არ წარმოადგენენ. მანვე იმედი გამოთქვა, რომ „ამ სპექტაკლს მალე საკონსტიტუციო სასამართლო წერტილს დაუსვამს“.

„გვარამია, ბოკერია არ არის ნაცი, თუ ჯაფარიძე? ისინი იყვნენ არათუ რიგითი წევრები, არამედ ამ პარტიის ლიდერები. მათი გენეტიკური კოდია ნაციონალური მოძრაობა. სპექტაკლი, რომელსაც დგამენ, თითქოს სხვადასხვა პარტიაა და ეს ალიანსი იშლება, ქართველ ხალხს არაერთხელ გვაქვს ნანახი და იმედი მაქვს, რომ ამ სპექტაკლს მალე წერტილს დაუსვამს საკონსტიტუციო სასამართლო, სადაც ამას ვამტკიცებთ, რომ ეს არის ნაციონალური მოძრაობის ერთიანი ორგანიზმი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს