ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს

შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ერთმანეთში გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ასე არის კაცობრიობა მოწყობილი, რომ ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს თავისი ცილისწამების მართებულობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ასე არის კაცობრიობა მოწყობილი, რომ ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს თავისი ცილისწამების მართებულობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტ…

ასე არის კაცობრიობა მოწყობილი, რომ ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს თავისი ცილისწამების მართებულობა, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბერა ივანიშვილის მიერ „TV პირველისა“ და „ფორმულას“ წინააღმდეგ ცილისწამების ბრალდებით სასამართლოში ჩივილს.

მისი თქმით, ახლა შესაძლებლობა აქვს მედიას, რომელიც ცილისწამებას ავრცელებდა, თქვას, რის საფუძველზე აკეთებდა ამას.

„მნიშვნელოვანია, რომ არ ავურიოთ ორი ცნება ერთმანეთში — გამოხატვის თავისუფლება და ცილისწამება. ცილისწამება არსად არ არის დაცული გამოხატვის თავისუფლებით. ის მახინჯი გაგება გამოხატვის თავისუფლებისა, რომ რასაც უნდა, იმას ილაპარაკებს, მათ შორის მედია, არის გამოხატვის თავისუფლების მახინჯი გაგება, რაც უნდა დასრულდეს და უნდა დავუბრუნდეთ იმ სტანდარტს, რომელიც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაშია.

ცივილიზებულ ქვეყნებში ვინც ტყუილს ამბობს, ის პასუხს აგებს. ეს არის არა მხოლოდ თანამედროვე ცივილიზაციის სტანდარტი — ასე არის კაცობრიობა მოწყობილი, რომ ვინც აბრალებს და ცილს სწამებს, მან პასუხი უნდა აგოს და ამტკიცოს თავისი ცილისწამების მართებულობა.

ამიტომ ბერა ივანიშვილის სარჩელი ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია და ახლა შესაძლებლობა აქვს მედიას, რომელიც ცილისწამებას ავრცელებდა, თქვას, რის საფუძველზე აკეთებდა ამას. საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა დავინახავთ, რომ არაფერი ჰქონიათ ხელთ და ეს იყო კონკრეტული ჟურნალისტის თუ მედიასაშუალების ფანტაზიორობა, ესეც აჩვენებს, თუ რა ტიპის ჟურნალისტიკასთან გვაქვს საქმე“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს