ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 10

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი იტალიის სახელმწიფო ცენტრალურ არქივ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი იტალიის სახელმწიფო ცენტრალურ არქივ…

საქართველოს პირველი ლედი, თამარ ბაგრატიონი სამუშაო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში, თამარ ბაგრატიონი იტალიის სახელმწიფო ცენტრალურ არქივს ეწვია და არქივის ხელმძღვანელს, გაბრიელე კაპონეს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდნენ იტალიის სახელმწიფო ცენტრალური არქივის კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის სამსახურის ხელმძღვანელი, ნადია ბანიარინი და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიის რესპუბლიკაში, თამარ ლილუაშვილი.

საქართველოს პირველი ლედი არქივში დაცულ დოკუმენტებს გაეცნო, მათ შორის მასალებს, რომლებიც საქართველოსა და იტალიას შორის ისტორიულ ურთიერთობებსა და კავშირებს ასახავს.

საქართველოს პირველ ლედის იტალიურმა მხარემ იტალიის მეფის, ვიტორიო ემანუელე III-ის მიერ გამოცემული ორი სამეფო დეკრეტის ასლები გადასცა. 1911 წლის დეკრეტი ტფილისში იტალიის საკონსულოს დაარსებას, ხოლო 1914 წლის დეკრეტი - ტფილისში იტალიის სამეფოს გენერალური საკონსულოს დაარსებას ეხება. აღნიშნული დოკუმენტები საქართველოსა და იტალიას შორის იმ პერიოდის ურთიერთობების ამსახველი მნიშვნელოვანი ისტორიული წყაროა.

შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. საუბარი შეეხო სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი პროგრამების შეთავაზებას, მათ შორის, საარქივო მასალებზე მუშაობისა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს.

თამარ ბაგრატიონმა იტალიურ მხარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის, საქართველოსთან დაკავშირებული საარქივო მასალების გაცნობისა და ისტორიული დოკუმენტების ასლების გადმოცემისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს