ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

ნიკა გვარამია – არავინ არსაიდან არ გაურიცხავთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანია, გადაწყვიტა, რომ ალიანსიდან უნდა წასულიყო, ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, სადღაც იყვნენ და რამე დაიცვან

ნიკა გვარამია – არავინ არსაიდან არ გაურიცხავთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანია, გადაწყვიტა, რომ ალიანსიდან უნდა წასულიყო, ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, სადღაც იყვნენ და რამე დაიცვან
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არასწორია ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით დროის და კონტექსტის, მით უმეტეს პარტიების აკრძალვის რაკურსში, –…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არასწორია ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით დროის და კონტექსტის, მით უმეტეს პარტიების აკრძალვის რაკურსში, –…

ჩემი აზრით, „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება არასწორია ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით დროის და კონტექსტის, მით უმეტეს პარტიების აკრძალვის რაკურსში, – ამის შესახებ „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავად გადაწყვიტა, ალიანსი დაეტოვებინა.

„არავის არაფერი არ მოუწია, არავინ არსაიდან გაურიცხავთ, მათ დიდი ხანია, გადაწყვიტეს, რომ ალიანსიდან უნდა წასულიყვნენ, მერე გააკეთეს ეს განცხადება. ჩვენ ვერავის ვაიძულებთ, რომ სადღაც იყვნენ და რამე დაიცვან. ეს არის ყველას პირადი გადაწყვეტილება, იყოს წევრი და იმოქმედოს წესების შესაბამისად. სამწუხაროდ ასეთი არის გადაწყვეტილება, ჩემი აზრით, არასწორი ყველა თვალსაზრისით, განსაკუთრებით დროის და კონტექსტის, მით უმეტეს პარტიების აკრძალვის რაკურსში. თუმცა, ეს მათი გადაწყვეტილებაა, ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზამთ“, – განაცხადა გვარამიამ.

ცნობისთვის, ოპოზიციის ალიანსმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ახალი ფოტო გააზიარა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო დატანილი აღარ არის. ამასთან, ამ თემაზე პოსტი გამოაქვეყნა „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმაც.

„ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა, ვინც წესებს დაიცავს“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა, რომ ალიანსიდან „ნაციონალური მოძრაობას“გამორიცხვას და გამოსვლას შორის განსხვავებას მნიშვნელობა არ აქვს და პარტია დიდი ხანია, მონაწილეობას არ იღებდა ალიანსის აქტივობებში.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს