ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის სროლა და პოლიციელის დაწვა იყოს საქართველოში კარგი და საფრანგეთში ცუდი. პირდაპირ ევროპული დაფინანსებით წარმოებდა კამპანია მოლოტოვის კოქტეილისა და პოლიციელის დაწვის სასარგებლოდ, არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი და სახელმწიფო სუვერენიტეტის ასეთ დონეზე უგულებელყოფა

ირაკლი კობახიძე: არ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის სროლა და პოლიციელის დაწვა იყოს საქართველოში კარგი და საფრანგეთში ცუდი. პირდაპირ ევროპული დაფინანსებით წარმოებდა კამპანია მოლოტოვის კოქტეილისა და პოლიციელის დაწვის სასარგებლოდ, არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი და სახელმწიფო სუვერენიტეტის ასეთ დონეზე უგულებელყოფა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს იმ ორმაგ სტანდარტებს, რომლებსაც ვხედავთ და ვაკვირდებით. არ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის სროლა და პოლიციელის დაწვა იყოს საქართველო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს იმ ორმაგ სტანდარტებს, რომლებსაც ვხედავთ და ვაკვირდებით. არ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის სროლა და პოლიციელის დაწვა იყოს საქართველო…

მხოლოდ პოლიტიკური მიზეზი აქვს იმ ორმაგ სტანდარტებს, რომლებსაც ვხედავთ და ვაკვირდებით. არ შეიძლება მოლოტოვის კოქტეილის სროლა და პოლიციელის დაწვა იყოს საქართველოში კარგი და საფრანგეთში ცუდი. მე მგონი, ორივეგან ცუდია, ყოველ შემთხვევაში, ორმაგი სტანდარტი არ უნდა არსებობდეს, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბრიუსელში.

მისივე თქმით, ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა ორმაგი სტანდარტით და რაც არ მოსწონთ საფრანგეთში, იმაზე კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოში პირდაპირ ევროპული დაფინანსებით.

„ევროპული ბიუროკრატია გამოირჩევა ორმაგი სტანდარტით და რაც არ მოსწონთ საფრანგეთში, იმაზე კამპანიას აწარმოებდნენ საქართველოში პირდაპირ ევროპული დაფინანსებით, რასაც დაუპირისპირდა, სხვათა შორის, „გამჭვირვალობის კანონი“. პირდაპირ ევროპული დაფინანსებით წარმოებდა კამპანია მოლოტოვის კოქტეილისა და პოლიციელის დაწვის სასარგებლოდ. ეს არის ზუსტად, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. არ შეიძლება ორმაგი სტანდარტი, არ შეიძლება სახელმწიფო სუვერენიტეტის ასეთ დონეზე უგულებელყოფა. საჭიროა არა ორმაგი სტანდარტით მოქმედება, არამედ ჩვენი ქვეყნის და ხალხის ღირსების დაცვის პირობებში მოქმედება“, - აღნიშნა პრემიერმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს