ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ევროკომისია, გაფართოების ანგარიშში, „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებს საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული თავად აღიარეს და მოინანიეს

ევროკომისია, გაფართოების ანგარიშში, „თვითნებურად დაკავებულებს“ უწოდებს საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებულ ადამიანებს, რომლებმაც დანაშაული თავად აღიარეს და მოინანიეს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არია…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არია…

ევროკომისიის მიერ მომზადებული 2026 წლის გაფართოების ანგარიშის თანახმად, საქართველოში ძალადობრივ აქციებზე დაკავებული ადამიანები „თვითნებურად დაკავებულებად“ არიან მოხსენიებული.

საუბარია 2024-2025 წლებში პარლამენტთან და პრეზიდენტის სასახლესთან გამართულ ძალადობრივ აქციებზე დაკავებულებზე, რომლებმაც დანაშაული თავად აღიარეს და მოინანიეს კიდეც. ანგარიშში ასევე წერია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე ადამიანი შეიწყალა, რადგან მათ ბრალი აღიარეს.

„აგვისტოში პრეზიდენტმა დანაშაულის აღიარების შემდეგ შეიწყალა რამდენიმე პირი, რომლებიც 2024-2025 წლების საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით თვითნებურად იყვნენ დაკავებული. თუმცა, გაცილებით მეტი ადამიანი კვლავ პატიმრობაში რჩება“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშში არაფერია ნათქვამი იმაზე, რომ დაკავებულთა დიდ ნაწილთან ბრალის აღიარების შემდეგ საპროცესო შეთანხმება გაფორმდა. შედეგად, ათეულობით ადამიანი უკვე თავისუფალია.

ევროკომისია მოითხოვს ყველა ადამიანის გათავისუფლებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ციხეში სასჯელს იხდიან ისეთი პირებიც, რომლებიც „მოლოტოვის კოქტეილს“ ესროდნენ სამართალდამცველებს.

აღსანიშნავია, რომ ანგარიში ისე მომზადდა, პროცესში საქართველოს მთავრობა და შესაბამისი უწყებები ჩართული არ ყოფილან, რადგან ბრიუსელი საქართველოსთან ბოიკოტის რეჟიმშია. შესაბამისად, ანგარიში რეალობას ვერ ასახავს, ვინაიდან მთლიანად ოპოზიციის მიერ მიწოდებულ დეზინფორმაციაზეა აგებული.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს