ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

პრემიერი: ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება, ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს, ჩვენ ვხედავთ ძალიან ნეგატიურ ტენდენციებს და იმედი გვაქვს, რომ ისინი შეიცვლება, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი

პრემიერი: ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება, ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს, ჩვენ ვხედავთ ძალიან ნეგატიურ ტენდენციებს და იმედი გვაქვს, რომ ისინი შეიცვლება, ოპტიმისტურად ვართ განწყობილი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა…

ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს.

„ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ისინი შეიცვლებიან. ეს მხოლოდ საქართველოს მიმართ დამოკიდებულებას არ ეხება. საუბარია თავად ევროკავშირის მიმართ მათ დამოკიდებულებაზეც. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით ევროკავშირში მიმდინარე ტენდენციებს — ეკონომიკურ პროცესებს, იდენტობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებულ საკითხებს. დაახლოებით 20 წლის წინ ევროკავშირი მსოფლიო პოლიტიკაში ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი აქტორი იყო. ევროკავშირის ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ამერიკის შეერთებული შტატების მაჩვენებელს აღემატებოდა. ევროკავშირის ეკონომიკა ჩინეთის ეკონომიკასაც მნიშვნელოვნად აღემატებოდა. თუ დღევანდელ მაჩვენებლებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ეკონომიკური თვალსაზრისით ევროკავშირზე ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ხოლო ჩინეთი მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობით უკვე ევროკავშირის დონეს უახლოვდება. ევროპული ბიუროკრატიის მიმართ ჩვენი კრიტიკული დამოკიდებულება მხოლოდ საქართველოსთან მის ურთიერთობას არ უკავშირდება. ეს დამოკიდებულება გამომდინარეობს იმ პოლიტიკიდანაც, რომელსაც ევროპული ბიუროკრატია თავად ევროკავშირის მიმართ ატარებს. ჩვენ ვხედავთ ძალიან ნეგატიურ ტენდენციებს და იმედი გვაქვს, რომ ისინი შეიცვლება. ამ საკითხში ოპტიმისტურად ვართ განწყობილი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაგიორგი კახიანი ოპოზიციაზე: მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ, რომ ისინი ან თავს არიდებენ კითხვებზე პასუხის გაცემას, ან უბრალოდ იტყუებიანშემდეგი თემატური მასალა →სოსო არჩვაძე: ეროვნული ბანკის პოზიტიური როლი არ შემოიფარგლება მხოლოდ ლარის გაცვლითი კურსის სტაბილიზაციით. არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი წვლილი ინფლაციური პროცესების მოთოკვასა და ფასების სტაბილურობის შენარჩუნებაში

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს