ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ ანაკლიის პორტზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის რეგიონული მიმართულებით

შალვა პაპუაშვილი ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: მნიშვნელოვანია, რომ „შუა დერეფნის“ გამტარუნარიანობა გაიზარდოს, ამიტომ ამ საკითხზე გვქონდა საუბარი. ასევე, ვისაუბრეთ ანაკლიის პორტზე, საპარლამენტო თანამშრომლობაზე, მათ შორის რეგიონული მიმართულებით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ…

გვქონდა საუბარი იმ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობაზე, რომელიც ორივე ხალხების კეთილდღეობის ზრდას შეუწყობს ხელს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ყირგიზეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ზაფხულში საქართველოს პრემიერ-მინისტრი იმყოფებოდა პირველი ვიზიტით ყირგიზეთში, მომავალ წელს კი საქართველოს ხელისუფლება ელის ყირგიზეთის პრეზიდენტის საპასუხო ვიზიტს საქართველოში.

შალვა პაპუაშვილის გაცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „შუადერეფნის“ და ანაკლიის პორტის საკითხებს.

„დაგეგმილია ჩინეთი-ყირგიზეთი-უზბეკეთის გზის მშენებლობა, რომელიც იქნება შემადგენელი ნაწილი „შუა დერეფნის“. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ გამტარუნარიანობა „შუა დერეფნის“გაიზარდოს, ინტერესი „შუა დერეფნის“ მიმართ და ტვირთბრუნვა გაიზარდოს. ამიტომ ამ საკითხებთან დაკავშირებითაც გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, რომელიც „ლენდლორდის“ პრინციპით შენდება, როდესაც სახელმწიფო აშენებს თავადპორტს, ხოლო შემდეგ სხვა სუბიექტებს ექნებათ შესაძლებლობა იჯარით აიღონ შესაბამისი ტერიტორია პორტში. ამ მხრივ დარწმუნებული ვარ, რომ ყირგიზეთს ექნება ინტერესი. გვქონდა საუბარი საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის სასარგებლო, ერთმანეთის მხარდამჭერ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

ცოტა ხნის წინ ყირგიზეთი უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად იქნა არჩეული და ჩვენი მხარდაჭერა ჰქონდა ამ არჩევნებში და ასევე სხვა ორგანიზაციებშიცვაპირებთ ამ სულისკვეთებით თანამშრომლობას.

რა თქმა უნდა, საპარლამენტო თანამშრომლობაზეც გვქონდა საუბარი. მე მას შევხვდი ყირგიზეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, გვქონდა საუბარი იმაზე თუ როგორ წარმოგვიდგენია საპარლამენტო თანამშრომლობა, მათ შორის რეგიონული მიმართულებით. არის ინტერესი ჩვენი მხრიდან, რომ მათ შორის იყოს ფორმატები, სადაც ცენტრალური აზიის ხუთივე ქვეყანა - პარლამენტი და პარლამენტის თავმჯდომარეები იქნებიან ჩართულიდაგვექნება ამ ფორმატში ურთიერთსასარგებლო საკითხების განხილვის შესაძლებლობა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს