ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დომინირებს

შალვა პაპუაშვილი: სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დომინირებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაშ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაშ…

სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დომინირებს, — განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ამჟამინდელი პოლიტიკა, რომელიც ომის რიტორიკისა და დაძაბულობისკენ არის მიმართული, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი.

„ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია, რომ, სამწუხაროდ, ბრიუსელმა კონფრონტაციის და არა დიალოგის გზა აირჩია. ეს არაევროპული ქცევაა, თუმცა, სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ეს ქცევა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკაში დომინირებს. ჩვენ ვხედავთ, რომ ევროკავშირი, მისი საგარეო საქმეთა სპიკერები და კომისრები უფრო მეტად დაძაბვისკენ, კონფრონტაციისა და ომის რიტორიკისკენ არიან ორიენტირებული, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ევროკავშირის შექმნის იდეასაც კი. ეს არის 100 წლის წინანდელ რიტორიკასთან დაბრუნება, რაც ევროკავშირის მხრიდან იმედგამაცრუებელია.

მეორე მხრივ, ძალიან საინტერესო იყო წამყვანის ნახვა, რომელმაც, ჩემი აზრით, ამ ინტერვიუს დროს საუკეთესოდ წარმოაჩინა, თუ სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც სულ დიალოგზე საუბრობდა და ჩვენი პოზიციის ახსნას ცდილობდა. ნახეთ წამყვანი, რომელიც საკუთარი თავის გარდა არავის უსმენდა და ნებისმიერი საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ბრალდებებზე გადადიოდა, რათა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ მართალია.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობაში: საქართველო, რომელიც მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა არავის უსმენს“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს