ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე, სადაც მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს: უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა არა. ეს არის აბსოლუტური სითავხედე. როგორ ბედავენ საერთოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსონ?! რაში ერკვევიან? საქართველოს კონსტიტუციაში ერკვევიან? მოსამართლეები არიან თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ

შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის ანგარიშზე, სადაც მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს: უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა არა. ეს არის აბსოლუტური სითავხედე. როგორ ბედავენ საერთოდ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსონ?! რაში ერკვევიან? საქართველოს კონსტიტუციაში ერკვევიან? მოსამართლეები არიან თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ხომ ხედავთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე?! - უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს რა არის ჩვენთან კონსტიტუციური დ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ხომ ხედავთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე?! - უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს რა არის ჩვენთან კონსტიტუციური დ…

ხომ ხედავთ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე?! - უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ჩაგვინაცვლა კაია კალასმა და იმან უნდა გადაწყვიტოს რა არის ჩვენთან კონსტიტუციური და რა არის არაკონსტიტუციური. ეს არის აბსოლუტური სითავხედე, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკომისიის გაფართოების ანგარიშს, რომლის მიხედვით მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს.

მისი თქმით, ეს არის გაუგონარი თავხედობა.

„ამ თავხედობაზე იმედია რაიმე კომენტარს გააკეთებს პაველ ჰერჩინსკი. როგორ ბედავს საერთოდ ერთი ორგანიზაცია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს როლი შეითავსოს და საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვიტოს რა არის კონსტიტუციური და რა არა. რაში ერკვევიან? საქართველოს კონსტიტუციაში ერკვევიან? მოსამართლეები არიან თუ ვინ არიან, რომ საკუთარ თავს ამის უფლებას აძლევენ. ერთი რამე აინტერესებს ქართველ ხალხს, ბატონი ჰერჩინსკი გამოვა მთავარმართებლის პოზით და დაიწყებს ჭკუის სწავლებას ქართველი ხალხისა თუ ერთხელ და სამუდამოდ გაემიჯნება ძალადობას, გაემიჯნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობას და ამ საკითხებს ახსნის თუ რა ნიშნავს ეს, რომ გვინაცვლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და თავად გვეუბნებიან რა არის კონსტიტუციური და რა არ არის.

როგორ უბედავენ ქართველ ხალხს, რომ უცხოელებმა უნდა დაუნიშნონ მოსამართლეები?! ეს არის შეურაცხყოფა ჩვენი სუვერენიტეტის. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის შეურაცხყოფა, ეს არის 9 აპრილის მსხვერპლთა შეურაცხყოფა, როდესაც უცხოელი მოდის და გეუბნება, რომ მან უნდა დაგინიშნოს მოსამართლეები. ეს არის ზუსტად ვასალური დამოკიდებულება სხვა ქვეყნებს მიმართ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ევროკომისიამ გაფართოების შესახებ 2026 წლის ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოსგან კვლავ მოითხოვს, რომ სასამართლოებში ე.წ. ვეტინგის სისტემა დაინერგოს.

კერძოდ, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საერთო სასამართლოებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლეების კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმი უნდა დაინერგოს.

ევროკომისიის აზრით, კეთილსინდისიერების შემოწმებაში უცხოელი ექსპერტებიც უნდა მონაწილეობდნენ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს