ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

შალვა პაპუაშვილი: პრემიერთან ინტერვიუს წამყვანი იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში - საქართველო ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს, ევროკავშირი კი ბრალდებებით საუბრობს

შალვა პაპუაშვილი: პრემიერთან ინტერვიუს წამყვანი იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში - საქართველო ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს, ევროკავშირი კი ბრალდებებით საუბრობს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ევრონიუსზე“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინტერვიუს წამყვანი სა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ევრონიუსზე“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინტერვიუს წამყვანი სა…

„ევრონიუსზე“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინტერვიუზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ინტერვიუს წამყვანი საუკეთესოდ წარმოაჩენდა, თუ რა ხდება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში.

მისი თქმით, წამყვანი საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ბრალდებებზე გადადიოდა, რათა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ მართალია.

„ძალიან საინტერესო იყო წამყვანის ნახვა, რომელმაც, ჩემი აზრით, ამ ინტერვიუს დროს საუკეთესოდ წარმოაჩინა, თუ სად არის პრობლემა. თქვენ იხილეთ პრემიერ-მინისტრი, რომელიც სულ დიალოგზე საუბრობდა და ჩვენი პოზიციის ახსნას ცდილობდა. ნახეთ წამყვანი, რომელიც საკუთარი თავის გარდა არავის უსმენდა და ნებისმიერი საგნობრივი დისკუსიის ნაცვლად ბრალდებებზე გადადიოდა, რათა საკუთარი თავი დაერწმუნებინა, რომ მართალი იყო.

ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს იყო საუკეთესო ვიზუალიზაცია იმისა, თუ რა ხდება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობაში: საქართველო, რომელიც მშვიდად, საკუთარი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირს დიალოგისკენ მოუწოდებს და ევროკავშირი, ამ შემთხვევაში ამ წამყვანის სახით წარმოდგენილი, რომელიც ბრალდებებით საუბრობს, დიალოგზე უარს ამბობს და საკუთარი თავის გარდა არავის უსმენს“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს