ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 11

ევროკომისია: საქართველო კვლავ არ ასრულებს კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა ნაბიჯს. თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და არ დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების წინა პროცესისთვის სარგებლის მიღებას კვლავაც ვერ შეძლებს

ევროკომისია: საქართველო კვლავ არ ასრულებს კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა ნაბიჯს. თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და არ დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების წინა პროცესისთვის სარგებლის მიღებას კვლავაც ვერ შეძლებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკომისიამ 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოაქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.როგორც პრესრელიზშია ა…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკომისიამ 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოაქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.როგორც პრესრელიზშია ა…

ევროკომისიამ 2026 წლის გაფართოების პაკეტის წარდგენასთან დაკავშირებით პრესრელიზი გამოაქვეყნდა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

როგორც პრესრელიზშია აღნიშნული, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია და საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შეფასება მხოლოდ ნომინალურია.

„საქართველო კვლავ არ ასრულებს კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში მოცემულ ცხრა ნაბიჯს, რადგან მმართველი პარტია განაგრძობს დემოკრატიული პრინციპების, კანონის უზენაესობის, ფუნდამენტური უფლებებისა და სამოქალაქო სივრცისთვის ძირის გამოთხრას. ამავდროულად, ხელს უწყობს სახელმწიფოს შემდგომ მიტაცებას. თუ საქართველოს ხელისუფლება არ შეცვლის კურსს და არ დაუბრუნდება ევროკავშირში გაწევრიანების საფუძვლად არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, საქართველო კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების წინა პროცესისთვის სარგებლის მიღებას კვლავაც ვერ შეძლებს. ევროკავშირის ხანგრძლივი მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ ურყევი რჩება, ისევე როგორც მისი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია პრესრელიზში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა.

ამასთან, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ 2026 წლის გაფართოების შესახებ ანგარიში საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს, გიორგი ზურაბაშვილს ოფიციალურად გადასცა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს