ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 10

გიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა. თითქოს მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და იმ ამოცანას ასრულებდა. პარალელი, რომ გავავლოთ დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა არის საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში. ამ ურთიერთობებში წინსვლა არ იქნება გაბუტვის პოლიტიკის გამო

გიორგი კახიანი Euronews-ის მოდერატორთან პრემიერის ინტერვიუზე: მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა. თითქოს მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და იმ ამოცანას ასრულებდა. პარალელი, რომ გავავლოთ დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა არის საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში. ამ ურთიერთობებში წინსვლა არ იქნება გაბუტვის პოლიტიკის გამო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გუშინდელი ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს - ერთი მხრივ ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გუშინდელი ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს - ერთი მხრივ ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე…

გუშინდელი ინტერვიუ ბევრ რამეზე მეტყველებს - ერთი მხრივ ინფორმაციის ნაკლებობა და არასწორი ინფორმაციები, რაც „გამჭვირვალობის კანონთან“ მიმართებით გამოჩნდა. მეორე მხრივ, მოდერატორს არც ჰქონდა იმის სურვილი, რომ პრემიერის მოსაზრებები მოესმინა სხვადასხვა საკითხზე, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ტელეკომპანია Euronews-ის მოდერატორთან საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუზე საუბრისას.

გიორგი კახიანის თქმით, მოდერატორის დამოკიდებულებამ კარგად აჩვენა, რომ ბრიუსელი კვლავ გაბუტვის პოლიტიკის რეჟიმში რჩება.

„მიუხედავად იმისა, რომ პრემიერმა ჩამოაყალიბა პოზიციები, აშკარა იყო მოდერატორის მხრიდან, რომ მას არ უნდოდა ამის მოსმენა. თითქოს მას თავისი პოლიტიკური ამოცანა ჰქონდა და იმ ამოცანას ასრულებდა. პარალელი, რომ გავავლოთ დაახლოებით ეგეთი მდგომარეობა არის საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობაში. ჩვენ ვითხოვთ, რომ აღდგეს დიალოგი, რომელიც თავად გაწყვიტეს ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში.

არაერთხელ განვაცხადეთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერ წუთს ჩვენ მზად ვართ, რომ ეს დიალოგი განვაახლოთ. ცალსახაა ვისი მხრიდან არის მონდომება, რომ ეს დიალოგი არსებობდეს და ვისი მხრიდან არის მონდომება იმისა, რომ ეს დიალოგი არ არსებობდეს. თუნდაც ამ დიალოგის არარსებობის პირობებში, რანაირად შეიძლება დიალოგის არარსებობის პირობებშიევროკომისიის გაფართოების ანგარიში იყოს ობიექტური და სამართლიანი?! გუშინაც ზუსტად ეს გამოჩნდა, მოდერატორის მხრიდან თითქოს არ მოსმენის სურვილი არსებობდა. ამიტომ ვიდრე ასეთი დამოკიდებულება იქნება ამ ურთიერთობებში წინსვლა არ იქნება. წინსვლა არ იქნება ისევ და ისევ გაბუტვის პოლიტიკის გამო, რომელსაც ჩვენ აქამდე ევროკავშირის მხრიდან ვხედავთ“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს