ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

კაია კალასი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია

კაია კალასი: ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომად…

ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია, - განაცხადა პრესკონფერენციაზე საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა.

კალასის თქმით, გაწევრების ტემპს კვლავ განსაზღვრავს აუცილებელი რეფორმების განხორციელება.

„ევროკავშირში საქართველოს გაწევრების პროცესი დე ფაქტო - შეჩერებულია. გაწევრების ტემპს კვლავ განსაზღვრავს აუცილებელი რეფორმების განხორციელება, ასევე კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა. მთავარი საკითხი ის არის, რომ დისკუსია ეხებოდა იმ მინისტრებისთვის სანქციების დაწესებას, რომლებმაც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა გამოიყენეს. გუშინ არსებული მდგომარეობით, ამ საკითხზე ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობა ჯერ კიდევ არ არსებობდა. ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ამის წინააღმდეგი იყო. რა თქმა უნდა, ამ საკითხზე დისკუსიები გრძელდება და იანვარში მას ძალიან სიღრმისეულად განვიხილავთ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ისეთი პასუხი შევიმუშაოთ, რომელიც მკაფიოდ აჩვენებს, რომ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხსა და მის მისწრაფებებს და ზურგს არ ვაქცევთ იმ ქართველებს, რომლებსაც ნამდვილად სურთ ევროკავშირის წევრობა“, - აღნიშნა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს