ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 11

მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ივანიშვილი, კობახიძე და პაპუაშვილი დასანქცირდნენ

მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ივანიშვილი, კობახიძე და პაპუაშვილი დასანქცირდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალ…

გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი აცხადებს, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი დასანქცირდნენ.

ეს კომენტარი მან პოლონელი ​ევროდეპუტატის, კშიშტოფ ​ბრეიზას ​კითხვის პასუხად გააკეთა. ბრეიზამ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის (AFET) სხდომაზე მარტა კოსს ჰკითხა: „საქართველოსთან დაკავშირებით ევროპარლამენტი არაერთხელ გამოსულა მოთხოვნით, დაწესდეს სანქციები იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელი არიან პოლიტიკურ რეპრესიებსა და საქართველოში დემოკრატიის განადგურებაზე. ჩვენ ვიცით მათი სახელები – ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი და მრავალი სხვა, მათ შორის მოსამართლეები, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებების საფუძველზე ადამიანებს პატიმრობას უფარდებენ. ჩემი შეკითხვაა: როდის ვიხილავთ საბოლოოდ ევროკავშირის სანქციების პაკეტს ამ პირების წინააღმდეგ? რა აფერხებს ამ ეტაპზე სანქციების დაწესებას და რა ნაბიჯები იდგმება ამ დაბრკოლებების მოსახსნელად? ამასთან, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტებს განაგრძობენ. გუშინ ირაკლი კობახიძე ბრიუსელში იმყოფებოდა. შემდგომ ისინი ამ ვიზიტებს პროპაგანდისთვის იყენებენ, ევროპაში მოკლევადიან ვიზიტებსაც კი პოლიტიკურ გამარჯვებად წარმოაჩენენ. ამას იყენებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს უთხრან, რომ ჩვენი რეზოლუციები და საქმიანობა, ჩვენი კრიტიკა არაფერს ნიშნავს. შემოიღებს თუ არა ევროკავშირი ინდივიდუალურ შესვლის აკრძალვებს ამ ადამიანების მიმართ?“

ევროკომისარმა, მარტა კოსმა განმარტა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოების უმრავლესობა არ არის თანახმა ამ ადამიანებისთვის სანქციების დაწესებაზე.

„გეთანხმებით, რომ ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით რაღაც უნდა გავაკეთოთ. ჩვენ ვცადეთ. ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს უმრავლესობა არ არის თანახმა, სანქციები დააწესოს თქვენ მიერ ნახსენებ ადამიანებზე და ბევრ სხვაზე. ჩვენთვის ნათელია, რომ მაშინაც კი, თუ ქვეყანა უკან იხევს გაწევრიანების პროცესში, საქართველო დაკავშირებადობის დღის წესრიგში იმყოფება და ჩვენ ვცდილობთ საქართველოსთან ურთიერთობას. ჩვენ ბევრი მოწვევა გავუგზავნეთ საქართველოს წარმომადგენლებს მონაწილეობის მისაღებად. მათ აქამდე დადებითად არ უპასუხიათ. ჩვენ ველოდებით, რომ მთავრობა, სულ მცირე, იმ მიმართულებით იმოქმედებს, სადაც რეალურად სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანები ყველაზე მეტად ზარალდებიან. ერთი პატარა ცვლილება ან იმასთან დაახლოება, რასაც საქართველოსგან ვითხოვთ, ამ მხრივ ნამდვილად დაგვეხმარებოდა“, – განაცხადა მარტა კოსმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს