ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო „ნაცებზე“ ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს „ახალი“ პარტიები, რომლებიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოგვევლინნენ

ლევან მაჭავარიანი: ჩვენ ვხედავთ ოპოზიციის გარე პატრონების დივერსიფიცირებულ სცენარს - მარტო „ნაცებზე“ ფსონი აღარ დადეს, რადგან ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული და ხელოვნურად გააჩინეს „ახალი“ პარტიები, რომლებიც „კოლექტიურ ნაცმოძრაობად“ მოგვევლინნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, წარსულში არსებული სისტემური დანაშაულები, ადამიანთა წამება,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, წარსულში არსებული სისტემური დანაშაულები, ადამიანთა წამება,…

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის შეფასებით, წარსულში არსებული სისტემური დანაშაულები, ადამიანთა წამება, ბიზნესის რეკეტი და სხვა მძიმე ფაქტები საკმარისი საფუძველია პარტიების არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად. დეპუტატი ასევე, ყურადღებას ამახვილებს 2012-დან 2019 წლამდე პერიოდზეც.

"კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა პროცესზეც ძალიან ბევრჯერ სცადეს, წარმოეჩინათ, თითქოს მოსარჩელე მხარე მათ ვედავებით იმას, რომ ისინი ერთიანი ძალა არიან. ჩვენ სარჩელში ვედავებით კონსტიტუციური წყობილების დარღვევას ძალიან ბევრი მიმართულებით. არის პრეტენზიები არაკონსტიტუციურ ქმედებებთან დაკავშირებით, რომელიც ინდივიდუალურად მიესადაგება ყველა პარტიას და არის არაკონსტიტუციური ქმედებები, რომელიც კოლექტიურად მიესადაგებათ. თუმცა, ყველანი თანამოზიარეები რომ არიან ამ ყველაფრის, სწორედ ამას ვამყარებთ იმით, რომ ისინი ერთიან ძალას წარმოადგენენ - "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას".

რამდენიმე ნაწილად რომ დავყოთ სარჩელის პერიოდი:

2012 წლამდე პერიოდი, სადაც სისტემური დანაშაულები იყო, ის წამება, ციხეში რაც ხდებოდა, ოჯახების საძინებლებში თვალთვალი, ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ახალგაზრდების ქუჩაში ხოცვა და ა.შ. რა თქმა უნდა, ესეც საკმარისი უნდა იყოს, ჩვენი გადმოსახედიდან, პარტიის არაკონსტიტუციურად გამოსაცხადებლად.

არის მეორე პერიოდი: 2019 წლამდე, სადაც აბსოლუტურად ყველა არჩევნებს უცხადებდნენ ბოიკოტირებას, შემდეგ იღებდნენ მონაწილეობას, შემდეგ ამბობდნენ, რომ შედეგები არალეგიტიმურია, ყველა საკონსტიტუციო ორგანო არის არალეგიტიმური, მიღებული კანონები არის არალეგიტიმური, იყო მუდმივი რყევა და ჯანჯღარი ჩვენი ქვეყნის და პროცესების უმართავ კალაპოტში გადასაყვანად.

2019 წლიდან მოყოლებული, იგივე "ლელო," როდესაც შეუერთდა "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას," იგივე გვახარია როდესაც შეუერთდა, სადაც ისინი ერთად მოქმედებენ. ეს არის მათი გარე პატრონების მხრიდან დივერსიფიცირებული სცენარი, იქიდან გამომდინარე, რომ "ნაცებზე" მარტო ფსონი აღარ დადეს, გარე ხელმძღვანელობამ, ვერ ჩამორეცხეს სისხლიანი წარსული, შემდეგ გააჩინეს ხელოვნურად ის რაღაცა "ევროპული საქართველო," "ევროპული ნაცები," პარტია "ახალი" ნიკა გვარამიას სახელით, "ლელო," გახარიას პარტია და შემდეგ უკვე "კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობად" მოგვევლინნენ," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა "ღამის კურიერის" ეთერში, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ სარჩელზე საუბრისას, რომელიც 5 პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასა და აკრძალვას ეხება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს