ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

მაგდა მამუკაშვილი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში. მოლოტოვის კოქტეილს კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს

მაგდა მამუკაშვილი: რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში. მოლოტოვის კოქტეილს კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ ემხრობა მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში.აქვე, ამბობს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ ემხრობა მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში.აქვე, ამბობს…

ოპოზიციის აქტივისტი მაგდა მამუკაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ამბობს, რომ ემხრობა მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში.

აქვე, ამბობს, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერელიც არსებობს და ხალხს აჯანყების უფლება ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება, შესაბამისად, მისივე თქმით, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას უჭერს მხარს.

„რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერ მოლოტოვის კოქტეილის სროლას ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ხალხს აჯანყებამდე მიიყვანს უხიაგი მთავრობა, სადაც კონსტიტუციას გადაიხევენ თავზე და საკონსტიტუციო წესრიგს თავად დაამხობენ, სადაც ხალხის მიერ საუკუნეების წინ არჩეულ საგარეო კურსს ერთი განცხადებით შეცვლიან. მოლოტოვის კოქტეილს კი არა, ნებისმიერ ბრუტალურ ქმედებას ვუჭერ მხარს, ვინაიდან ხალხს აქვს მთავრობის ჩამოგდების უფლება, დამხობის უფლება ეგეთ დროს. ირაკლი კობახიძემ არ იცის, რომ დაწერილი კანონების გარდა დაუწერელიც არსებობს და ხალხს აჯანყების უფლება ჰქონდა, აქვს და მომავალშიც ექნება? და კობახიძე ფრთხილად იყოს თავის გაბუებულ თავში არ მოხვდეს ეგ მოლოტოვის კოქტეილი, ხალხი ისე არ გაამწაროს ბოლოს.

რა ყველაფერი უნდა ღეჭო ამ ქოცებისთვის, კი ვერ დააჯერებ, რომ კანონში რაც არ წერია, ისეთი უფლებებიც არსებობს.

რატომ კომპლექსდებით ყველა ამ მოლოტოვის კოქტეილის ხსენებაზე?!

ხ ა ლ ხ ს ა ქ ვ ს ა ჯ ა ნ ყ ე ბ ი ს უ ფ ლ ე ბ ა!

ბუნებითია ეგ!“-წერს მაგდა მამუკაშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს