ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

ირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული რეჟიმი, ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე ეხება სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს

ირაკლი კობახიძე: 2004-2012 წლებში საქართველოში ჩამოყალიბებული იყო ავტორიტარული რეჟიმი, ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, საკონსტიტუციო სასამართლოში საქმე ეხება სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს და შემდეგ მის გადაწყვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს და შემდეგ მის გადაწყვ…

საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს და შემდეგ მის გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ მოსამართლეს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული რეჟიმი, რომელსაც ჰყავდა ავტორები და საქმე ეხება რეჟიმის ლიდერების, ავტორების გასამართლებას.

„დამეთანხმებით, რომ 2004-2012 წლებში საქართველოში იყო ჩამოყალიბებული ავტორიტარული რეჟიმი, ამ ავტორიტარულ რეჟიმს ჰყავდა კონკრეტული ავტორები და ამ ავტორებს დღეს აქვთ ჩამოყალიბებული კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, საქმე ეხება საკონსტიტუციო სასამართლოში სწორედ ამ პოლიტიკური პარტიების აკრძალვის საკითხს. არის საკონსტიტუციო სასამართლო, მას ჰყავს შემადგენლობა, ეს შემადგენლობა ლეგიტიმურად განიხილავს ამ საკითხებს, დანარჩენი მე კონკრეტულ მოსამართლესთან დაკავშირებით ვერავითარ კომენტარს ვერ გავაკეთებ. რაც მთავარია, საკონსტიტუციო სასამართლო თავისი შემადგენლობით ლეგიტიმურად განიხილავს ამ სარჩელს და ყველამ პატივი უნდა სცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესს და შემდეგ მის გადაწყვეტილებას. იყო ჩამოყალიბებული კონკრეტული რეჟიმი, ამ რეჟიმს ჰყავდა ავტორები და აქ საქმე ეხება ამ რეჟიმის ლიდერების, ავტორების გასამართლებას. მაშინდელი სისტემის მონაწილე იყო ათი ათასობით ადამიანი, მაგრამ ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლოში დავაყენეთ ამ რეჟიმის შემოქმედების არაკონსტიტუციურობის საკითხი, ეს არის მთავარი, რაც შემიძლია გითხრათ“, - აღნიშნა პრემიერმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს