ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავ…

ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, „ისევ თავდასხმას რომ ახორციელებთ, დიალოგისთვის სივრცეს იტოვებთ?“

პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირი სწორედ და ბატონი ელჩი თავად, მოითხოვს საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს, ანუ შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან.

„დღეს იმიტომ ისმენთ ასე, რომ გუშინ თავს დაგვესხა ევროკავშირის ელჩი თავის დოკუმენტიანად და განცხადებებით. ასე, რომ ჩვენ თავს ვიცავთ და ჩვენ ვიცავთ ქართველ ხალხს. ჩვენ თავი რომ არ დაგვეცვა ბატონი ელჩისგან და ბრიუსელისგან, დღეს ჩვენ ვიქნებოდით ნაომარი და ეკონომიკურად დანგრეული ქვეყანა. იცით რატომ? - იმიტომ, რომ ევროკავშირი სწორედ და ბატონი ელჩი თავად, მოითხოვს საქართველომ ეკონომიკური სანქციები დაუწესოს რუსეთს. ანუ, შევიდეს ესკალაციაში რუსეთთან. ესკალაციებს რა შეიძლება მოჰყვეს, გადახედეთ თქვენივე ქვეყნის უკანასკნელი ათწლეულების ისტორიას და მგონი მიხვდებით. ჰკითხეთ ბატონ ელჩს, ითხოვს თუ არა რომ სანქციები დავუწესოთ. რომ გიპასუხებთ კი, მერე კრიტიკულ კითხვებს თუ დაუსვათ, პასუხისმგებლობას იღებს თუ არა იმ შედეგებზე, რაც შეიძლება მოჰყვეს მას რომ დავუჯეროთ. ამ პასუხების შედეგია, რომ დღეს თქვენ მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრობთ, დღეს თქვენ ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანაში ცხოვრობთ, რომელიც ეკონომიკური ზრდის მხრივ ლიდერია ევროკავშირის წევრებს შორის, ევროკავშირის კანდიდატ წევრებს შორის და ა.შ.“, - აღნიშნა მან.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს