ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი…

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ზოგადი განათლების სფეროში ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საკითხზე ისაუბრეს.

ხაზგასმით აღინიშნა სკოლებში ექიმის როლი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე საპილოტე პროგრამის, „ექიმის საათის“ მნიშვნელობა.

შეხვედრისას ისაუბრეს როგორც უსაფრთხო სკოლის, ასევე ონლაინ სივრცეში ძალადობის საკითხებზე.

ასევე, ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის საკითხზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს