ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

დავით ჩიხელიძე: ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ

დავით ჩიხელიძე: ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქ…

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ მისივე თქმით, ეს ყველაფერი რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს.

ჩიხელიძის შეფასებით, შუა დერეფანი, ანაკლიის პორტის პერსპექტივა და საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა ქვეყანას ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ მნიშვნელოვან რგოლად აქცევს.

ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვანი დიპლომატიური მოვლენაა. ეს ჩინეთის ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის პირველი ვიზიტია საქართველოში და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა მნიშვნელოვან ადგილს იკავებს საერთაშორისო პოლიტიკურ და ეკონომიკურ სივრცეში.

მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთის დელეგაციის ისტორიულ ვიზიტზე ოპოზიცია და ოპოზიციური მედიის დიდი ნაწილი დუმილს ამჯობინებს, რითაც ვიზიტის წონის დაკნინება სურთ, მაგრამ რეალურად მათ ბოროტ ბუნებას აჩვენებს, რადგან ოპოზიციას რომ საქართველოს წინსვლა და საერთაშორისო პოზიციების გაძლიერება უხაროდეთ, ვიზიტის მნიშვნელობას სათანადოდ შეაფასებდნენ.

ჩინეთთან ურთიერთობების გაღრმავება საქართველოსთვის კონკრეტული ეკონომიკური შესაძლებლობების მომტანია. ჩინეთი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბაზარია და ქართულ წარმოებას ამ ბაზარზე წვდომა განვითარების მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს. ეს ნიშნავს მეტ ექსპორტს, წარმოების ზრდას, ინვესტიციებს და ახალ სამუშაო ადგილებს.

მნიშვნელოვანია ტურიზმის მიმართულებაც. ჩინელი ტურისტების მზარდი რაოდენობა დამატებითი შემოსავალია ქართული სასტუმროებისთვის, რესტორნებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და მცირე ბიზნესისთვის. რაც უფრო მეტ საერთაშორისო ბაზარსა და ტურისტულ ნაკადს მოვიზიდავთ, მით უფრო მეტი შესაძლებლობა ექნება ქართულ ეკონომიკას.

ამასთან, საქართველო სულ უფრო საინტერესო ხდება როგორც დასავლეთისთვის, ისე აზიისთვის. ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, შუა დერეფანი, ანაკლიის პორტის პერსპექტივა და განვითარებული სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა ქვეყანას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ სივრცეში, საქართველოსთვის ბაზრების დივერსიფიკაცია სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხი არის!“ - წერს ჩიხელიძე.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს