ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 3

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა

პარლამენტის ბიურომ მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო…

საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე მიმდინარე სასესიო კვირის დღის წესრიგი განსაზღვრეს.

პარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა.

განსახილველი საკითხები ბიუროს წევრებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ გააცნო.

პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილება კანონპროექტები „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

როგორც გიორგი ვოლსკიმ აღნიშნა, პარლამენტი მიმდინარე კვირას კანონპროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“, თანმდევ საკითხთან ერთად განიხილავს.

პარლამენტი ასევე პირველი მოსმენით იმსჯელებს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.

პლენარულ სხდომაზე განიხილება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი.

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, კომიტეტებში დაიწყება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის განხილვა.

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტს, რომლის თანახმად, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საქმიანობის სახელმწიფო კონტროლის უფლებამოსილება საქართველოს პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიენიჭება.

ამასთანავე, საქართველოს მთავრობამ კანონის ამოქმედებიდან 14 დღის ვადაში, აღნიშნული სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებაში, სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ, შესაბამისი ცვლილების შეტანა უნდა უზრუნველყოს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს