ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება

თამთა მეგრელიშვილი: ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოცი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოცი…

„ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპოზიციური მედიის საინფორმაციო პოლიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ქართული სახელმწიფოს წარმატების იგნორირება მათი მხრიდან მიზანმიმართული პოლიტიკური არჩევანია.

მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციისა და მათთან დაკავშირებული მედიის კოორდინირებული დუმილი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა ამ ძალებში გაღიზიანებას იწვევს, რადგან ის მათ მიერ საზოგადოებისთვის თავსმოხვეულ ნეგატიურ პოლიტიკურ სცენარში არ ჯდება.

„როდესაც მედია და პოლიტიკური ჯგუფები ქართული სახელმწიფოს წინსვლას საკუთარ დამარცხებად მიიჩნევენ, ეს უკვე არჩევანია და ამ არჩევანს მოღალატეობა ჰქვია.

ჩინეთის ვიცე - პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ ოპოზიციური მედიის საინფორმაციო სივრცეში გამოყენებული ფილტრი არის გარე დაკვეთა, რომელიც სავალდებულოა როგორც მათთვის, ისე რადიკალურად განწყობილი ოპოზიციისთვის.

ეს არც პირველი შემთხვევაა და, ალბათ, არც უკანასკნელი, მაგრამ მაინც მძიმედ დასანახია ოპოზიციისა და მათი მსახური მედიის კოორდინირებული, მიზანმიმართული დუმილის შეთქმულება ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

ეს სინქრონული ქმედება კიდევ ერთხელ ამხელს მოღალატეობრივ ძალებს - ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა მათში მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს, რადგან არ ჯდება იმ ნეგატიურ სცენარში, რომლის თავსმოხვევასაც ისინი საზოგადოებისთვის ცდილობენ.

ეს დუმილი ოპოზიციის დაავადებულ პოლიტიკურ ბუნებაზე ძალიან ხმამაღლა მეტყველებს.

ეს არის ერთგვარი ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც საზოგადოებას მკაფიოდ დაანახა მოღალატეობრივი ძალების ერთობა პოლიტიკურ თუ მედიასივრცეში“, - წერს მეგრელიშვილი.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს