ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტზე: მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება

ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთში ვიზიტზე: მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განუცხადა ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ქართველ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განუცხადა ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ქართველ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერ…

მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება, - განუცხადა ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით ქართველ ჟურნალისტებს საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, ბევრი თემაა განსახილველი.

„მთავარი ამოცანაა ორმხრივი ურთიერთობების განვითარება, კიდევ უფრო მეტად გაღრმავება. წელს საკმაოდ მნიშვნელოვან ნიშნულს მივაღწიეთ ჩინეთთან ურთიერთობებში. ეს არის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა. რა თქმა უნდა, ამ პარტნიორობას მოაქვს ხელშესახები შედეგები. ეს ყველაფერი დადებითად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე, თუმცა ჩვენ უფრო ამბიციური გეგმებიც გვაქვს, მათ შორის, შუა დერეფანთან დაკავშირებით. მათ შორის, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

რა თქმა უნდა, გვექნება საუბარი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, გვექნება საუბარი უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებზე. ძალიან ბევრი თემაა განსახილველი და ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, თან ერთვის ძალიან წარმატებული, ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი ვიზიტი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტისა, რომელიც გუშინ დასრულდა, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო ორი ქვეყნის ურთიერთობებში“, - აღნიშნა მან.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის ახალგაზრდული ორგანიზაციიდან, ჩინეთის დედაქალაქში იმყოფებიან. ხვალიდან შეხვედრები დაიწყება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს