ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

შალვა პაპუაშვილი: დღეს ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის პარლამენტში, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. მთავარი დასკვნა ჩვენი საუბრის არის ის, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ

შალვა პაპუაშვილი: დღეს ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა გვქონდა ჩეხეთის პარლამენტში, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ. მთავარი დასკვნა ჩვენი საუბრის არის ის, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ მხრივაც, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ორმხრივი ვიზიტია ჩეხეთის რესპუბლიკაში, - განაცხად…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ მხრივაც, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ორმხრივი ვიზიტია ჩეხეთის რესპუბლიკაში, - განაცხად…

მნიშვნელოვანი ვიზიტია იმ მხრივაც, რომ ბოლო 12 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ორმხრივი ვიზიტია ჩეხეთის რესპუბლიკაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჩეხეთში ვიზიტისას.

მისივე თქმით, შეხვედრის მთავარი დასკვნა იყოს ის, რომ ორმხრივი ურთიერთობები არ უნდა დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ.

„დღეს ძალიან ხანგრძლივი და საინტერესო შეხვედრა და საუბარი გვქონდა ჩეხეთის პარლამენტში, ბევრ საკითხზე ვისაუბრეთ და რა თქმა უნდა, მთავარი დასკვნა ჩვენი საუბრის არის ის, რომ მნიშვნელოვანია ორმხრივი ურთიერთობები არ დაზარალდეს იმ მცდარი პოლიტიკით, რომელსაც ბრიუსელი ატარებს საქართველოს მიმართ.

ჩვენს ქვეყნებს შორის ტრადიციულად მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობაა, გვაკავშირებს საერთო ეკონომიკური ინტერესები, საქართველო ჩეხეთის რესპუბლიკის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი ნაწილია. ჩეხეთი ნავთობის 40%-ს იღებს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით, სულ ახლახან დადო ჩეხეთმა ახალი ხელშეკრულება აზერბაიჯანთან გაზის მიწოდებასთან დაკავშირებით, რომელიც ასევე საქართველოს გავლით მიეწოდება ჩეხეთს, ამიტომ საქართველო, შუა დერეფანი ჩეხეთისთვის ეკონომიკური უსაფრთხოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

ჩვენ ვისაუბრეთ იმ წინაპირობებზე, მიზეზებსა თუ საბაბებზე, რის გამოც ბრიუსელს აქვს საქართველოს მიმართ განსაკუთრებულად უმწიფარი პოლიტიკა, ვისაუბრეთ გამჭვირვალობის კანონზე, რომელიც იყო მიზეზი და სხვა დანარჩენი საბაბები არის. სინამდვილეში მიზეზი არის ის, რომ რიგ ფონდებს არ უნდათ გამჭვირვალე გახადონ თავისი მონაწილეობა ქართულ პოლიტიკაში, რაც სუვერენიტეტის დარღვევაა.

ჩეხეთის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე მოვიწვიე საქართველოში და იმედი მაქვს, რომ მექნება შესაძლებლობა მალე ვუმასპინძლო მას“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილის განცხადებით, ჩეხეთის და საქართველოს ურთიერთობები ეფუძნება ორმხრივ ინტერესებს.

„არავისთვის საიდუმლო არ არის, რომ ბრიუსელიდან პირდაპირი მითითებებია დედაქალაქებში, რომ არ ჰქონდეთ უმაღლეს დონეზე შეხვედრები და ეს უკვე წევრი ქვეყნების სუვერენიტეტში უხეში ჩარევაა, მაგრამ საბედნიეროდ, არიან ქვეყნები, რომლებიც ამგვარ უმწიფარ მითითებებს არ ექვემდებარებიან“, - განმარტა პარლამენტის თავმჯდომარემ.



როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს