ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც. ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის, საბოლოოდ ყველა ყველაფერზე შეთანხმებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა

შალვა პაპუაშვილი: ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც. ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის, საბოლოოდ ყველა ყველაფერზე შეთანხმებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასე იქნ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასე იქნ…

ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც. ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში ყველა ყველაფერზე შეთანხმებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსეთთან მიმართებით დასავლეთის შერბილებულ ტონს შეეხებოდა.

შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველომ მოიგო იმ გადაწყვეტილებით, რომ არ აჰყვა ბრიუსელის მოწოდებებს და არ ჩაერთო ომში.

„ჩვენ, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ. ყველას კარგად გვახსოვს 2008 წლის ომის შემდეგ, რამდენიმე თვეში ურთიერთობების გადატვირთვა ამერიკასა და რუსეთს შორის. ასევე, რამდენიმე თვეში დაწყებული ჩრდილოეთ ნაკადის მშენებლობა გერმანიასა და რუსეთს შორის და ყველაფერი დაუბრუნდა ნორმალურ ურთიერთობებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. ასე იქნება ახლაც, არავის ეჭვი არ შეეპაროს - ისევ გადატვირთავენ ურთიერთობებს, ისევ მოხდება ნორმალიზება. ერთადერთი, ვინც საბოლოო ჯამში დაზარალდება, დაზარალდება ის ხალხი, ვინც ომში არის უშუალო მონაწილე. 2008-შიც ასე იყო. საბოლოო ჯამში დაზარალებული დავრჩით ჩვენ, ხოლო სხვა ქვეყნებმა გადაალაგეს საკუთარი ურთიერთობები. ისტორიულადაც ასე ხდებოდა და ასე იქნება ამჯერადაც.

ჩვენ გვესმის, რომ საუბარი არის ევროპის ახალ არქიტექტურაზე, რომელიც რუსეთთან ერთად უნდა შემუშავდეს როგორც ჩანს. ერთი მხრივ აშშ და რუსეთი საუბრობენ, ევროკავშირი ამბობს, რომ უნდა ჩაერთოს ამ ურთიერთობაში, ვინაიდან მის უსაფრთხოების არქიტექტურას ეხება. ჩვენ რომ თავის დროზე ყური დაგვეგდო ბრიუსელისთვის და იმისთვის, რასაც მოგვიწოდებდნენ, საბოლოო ჯამში ყველა ყველაფერზე შეთანხმებოდა და ჩვენ ვიქნებოდით ეკონომიკურად დანგრეული და ფიზიკურად გაპარტახებული ქვეყანა. ეს იქნებოდა ჩვენი ბედი.

ვხედავთ, რომ ზოგიერთი დასავლური ქვეყანა, ისე, რომ თვითონ ერთი წვეთი სისხლიც არ დაუღვრიათ უკრაინის ომში, ახლა პრეტენზიებს აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმების ნაწილი უნდა იყვნენ ეს ქვეყნები და მათი ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. რაც თავისთავად გვაჩვენებს ქართველებს, თუ რამდენად ცინიკური არის სამყარო. ამიტომ ჩვენ ეს თავიდანვე უნდა ვიცოდეთ. და არა შემდეგ ვინანოთ რაღაც ნაბიჯები, როცა ჩვენ დავზარალდებით, არამედ თავიდანვე გავთვალოთ. ქართველი ხალხი და მისი ხელისუფლება ამ ყველაფერს რომ ვხედავდით, ამიტომ ესკალაციაში არ შევყევით, ვინც მოგვიწოდებდა. საქართველომ მხოლოდ მოიგო ამ ყველაფრით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს