ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 9

ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის ლიდერთა შეხვედრაზე: ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები

ნიკოლოზ სამხარაძე APEC-ის ლიდერთა შეხვედრაზე: ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამ…

ვფიქრობ, მთელი მსოფლიოს ყურადღება ამ სამიტზე იქნება მიპყრობილი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების რეგიონული სამიტია, არამედ იმის გამოც, რომ იქ იქნება ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ ჩინეთის წამყვან საერთაშორისო სატელევიზიო არხთან, CGTN -თან ინტერვიუში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ლიდერთა შეხვედრაზე საუბრისას, რომელსაც წელს ჩინეთი შენჟენში მასპინძლობს.

„ჩვენ ვიცით, რომ დაგეგმილია სამმხრივი შეხვედრა, რომელიც, იმედია, შეიძლება იქცეს კიდევ ერთ ნაბიჯად უკრაინაში ომის დასასრულებლად. საერთაშორისო საზოგადოების იმედები დიდწილად სწორედ ამ შეხვედრაზეა დამყარებული. ასე რომ, მოლოდინები დიდია. ვიცით, რომ ამ ტიპის საკითხების გადაჭრა მხოლოდ ერთი შეხვედრით ადვილი არ არის, მაგრამ, სულ მცირე, ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება გადადგმული ნაბიჯი სწორი მიმართულებით. და, რა თქმა უნდა, ჩინეთის პოზიციის გათვალისწინებით, ვიმედოვნებთ, რომ ჩინეთი ყოველთვის დაუჭერს მხარს არა მხოლოდ ამ კონფლიქტის, არამედ მსოფლიოს ყველა კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებას“, - აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს