ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა

„ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.„ქართული ო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.„ქართული ო…

„ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაესწრო.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ჩინეთთან საქართველოს ურთიერთობებს და საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ვიზიტის შეჯამებას. აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჩინეთმა ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა, რაც მნიშვნელოვანი და მისასალმებელი მოვლენაა.

„სხდომაზე დეტალურად მიმოიხილეს ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრები. ხაზი გაესვა საქართველოსთვის ისეთი ძლიერი სტრატეგიული პარტნიორის არსებობის მნიშვნელობას, როგორიც ჩინეთია.

ასევე, საუბარი შეეხო ჩინეთში საქართველოს დელეგაციის ვიზიტს. უმრავლესობის წევრებმა ყურადღება გაამახვილეს ახალგაზრდული მიმართულებით ურთიერთობების გაღრმავებაზე, საგანმანათლებლო და კულტურული კავშირების გაძლიერებასა და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურებაზე.

სხდომაზე ასევე, მიმოიხილეს პრემიერ-მინისტრის მიერ უკვე განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი საგარეო ვიზიტები“, – აღნიშნულია „ქართული ოცნების“ პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უმრავლესობის წევრებმა მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე იმსჯელეს.

„სხდომაზე სხვადასხვა მნიშვნელოვან საგარეო და საშინაო პოლიტიკურ თემებსაც შეეხნენ. მათ შორის, განიხილეს საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომებთან დაკავშირებული საკითხები.

ამასთან, სხდომაზე ყურადღება დაეთმო სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს, რომლის განხილვაც საპარლამენტო კომიტეტებში გაგრძელდება, ხოლო მისი საბოლოო დამტკიცება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს