ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 7

არჩილ გორდულაძე: საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები

არჩილ გორდულაძე: საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები -  სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წელს ჩვენმა გუნდმა დააინიციირა და პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მედიის მიერ საზოგადოებისათვის სამართ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წელს ჩვენმა გუნდმა დააინიციირა და პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მედიის მიერ საზოგადოებისათვის სამართ…

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ 2025 წელს ჩვენმა გუნდმა დააინიციირა და პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მედიის მიერ საზოგადოებისათვის სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

გორდულაძის განცხადებით, აღნიშნული ცვლილებები მედიას საზოგადოებისთვის სამართლიანი, ფაქტებზე დაფუძნებული და სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს და ეს ვალდებულებები მედიას ჯერ კიდევ 17 წლის წინ ჰქონდა ნაკისრი, თუმცა მათი შეუსრულებლობის გამო საჭირო გახდა კანონმდებლობით განსაზღვრა.

მისივე შეფასებით, ოპოზიცია ცდილობს ფაქტები დაამახინჯოს და ფაქტზე დაფუძნებული სწორი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება ცენზურად და თავისუფალ მედიაზე თავდასხმად წარმოაჩინოს.

„ეს ის ვალდებულებებია, რომლებიც მედიას ჯერ კიდევ 17 წლის წინ ჰქონდა ნაკისრი, თუმცა, ვინაიდან პარტიული დანაყოფები და მათთან დაკავშირებული მედიასაშუალებები ამ ვალდებულებებს არ ასრულებდნენ, მათი შესრულება უკვე კანონმდებლობით განისაზღვრა.

ამ ცვლილებებთან დაკავშირებით დღეს გვესმის შეფასებები, თითქოს ეს მედიაზე ზეწოლა იყოს. თურმე საზოგადოებისთვის ფაქტებზე დაფუძნებული და სწორი ინფორმაციის მიწოდება ცენზურა და თავისუფალ მედიაზე თავდასხმა ყოფილა. სწორედ ასეთი ინტერპრეტაციის დამკვიდრებას ცდილობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, მისი პარტიული დანაყოფები და მათ უკან მდგომი ე.წ. ბიუროკრატიული წარმომადგენლები - სხვადასხვა სახელისა და გვარის მქონე უცხოელი თანამდებობის პირები.

ფაქტი ერთია, ხოლო რეალობის სხვაგვარად წარმოჩენა - მეორე. ამას კი ისევ და ისევ ეს პოლიტიკური ძალები ცდილობენ. მათ, ფაქტობრივად, პარალელური სამყარო აქვთ შექმნილი, სადაც სალომე ზურაბიშვილი კვლავ პრეზიდენტია, სადაც მათ და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ე.წ. ტექნიკური მთავრობა ჰყავთ ჩამოყალიბებული და სადაც, როგორც ჩანს, ურჩევნიათ, ჩვენს ქვეყანაში ბომბების წვიმა ცვიოდეს, მაშინ, როდესაც ქვეყანაში მშვიდობაა უზრუნველყოფილი. სწორედ ასეთ რეალობაში ცხოვრობენ და ცდილობენ, ეს წარმოსახვითი სამყარო საზოგადოებას არსებულ რეალობად შესთავაზონ.“ - განაცხადა გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს