ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

თორნიკე ჭეიშვილი: ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც

თორნიკე ჭეიშვილი: ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • მოპასუხე მხარისგან, გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

მოპასუხე მხარისგან, გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვ…

მოპასუხე მხარისგან, გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრივ სასამართლოს მისამართით, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თორნიკე ჭეიშვილმა.

მისივე თქმით, „ერთი მხრივ, ცდილობდნენ იმას, რომ დაეშანტაჟებინათ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამომავლო გადაწყვეტილებებთან მიმართებით, მეორე მხრივ, ეს შეიძლება შეფასდეს მათივე მხრიდან, როგორც კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია აბსოლუტური უპატივცემულობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ“.

ჭეიშვილის თქმით, დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა კითხვებით გაგრძელდება, სადაც სასამართლოსა და მხარეებს ექნებათ შესაძლებლობა კითხვები დასვან, თუმცა, მისივე თქმით, გასულმა ორმა კვირამ აჩვენა, რომ მოპასუხე მხარე მეათე ხარისხოვანი თემებითა და ყალბი თემებით ცდილობს გაექცეს მთავარ კითხვებსა და კონსტიტუციურ ბრალდებას.

„მოპასუხე მხარისგან გარდა ყალბი, იაფფასიანი პათეტიკური ნარატივისა და პოლიტიკური განცხადებებისა, რაც აბსოლუტურად შეუფერებელია სასამართლო პროცესისთვის, იყო გარკვეულწილად მუქარანარევი განცხადებები საკუთრივ სასამართლოს მისამართით, რომელიც, ერთი მხრივ, ცდილობდა იმას, რომ დაეშანტაჟებინა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი სამომავლო გადაწყვეტილებებთან მიმართებით, მეორე მხრივ, ეს შეიძლება შეფასდეს მათივე მხრიდან, როგორც კიდევ ერთი გამოვლინება იმისა, რასაც ჰქვია აბსოლუტური უპატივცემულობა სასამართლო ხელისუფლების მიმართ.

ზოგადად ის, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და მის ერთიან ორგანიზმში შემავალი ე.წ. პარტიები გამოირჩევიან კონსტიტუციური ორგანოების მიმართ არასერიოზული და დამაკნინებელი დამოკიდებულებით, ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა საკონსტიტუციო სასამართლოს კონტექსტშიც და მიმდინარე დავის ფარგლებში. ვინაიდან კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ კონსტიტუციური წესრიგისა და ინსტიტუტების პატივისცემა იმთავითვე, თუნდაც მაშინ, როდესაც ისინი თავად ბრძანდებოდნენ ხელისუფლებაში, არაფრად მიაჩნდა და ეს იყო მათი ხელწერა“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს