ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 6

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე: ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“

შალვა პაპუაშვილი საკონსტიტუციოში მიმდინარე პროცესზე: ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მედიასთან შეაფასა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მედიასთან შეაფასა.როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა,…

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი მედიასთან შეაფასა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, პროცესზე პარტიების წარმომადგენლებმა ვერცერთი ბრალდება ვერ უარყვეს.

„საზოგადოება დარწმუნდა, რომ ამ პარტიებმა ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს იმ ბრალდებებისა და მტკიცებულებების გასაბათილებლად, რომელიც ჩვენ წარდგენილი გვაქვს.

ვნახეთ, რომ მთელი მათი ტაქტიკა აწყობილი იყო მხოლოდ „ქართული ოცნებისთვის“ დაებრალებინათ რამე, შედავებოდნენ, გაღმა შედავების პრინციპით მოქმედებდნენ. ეს სასამართლო არ არის „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. მათ „ქართულ ოცნებასთან“ თუ რაიმე შესადავებელი აქვთ, შემოსულიყვნენ პარლამენტში და შეეძლოთ სარჩელი შეეტანათ „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით. ასე რომ, ეს სასამართლო არ ეხება „ქართულ ოცნებას“, ეს სასამართლო ეხება მათ. ტყუილად ხარჯავენ დროსა და ენერგიას „ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკში. ილაპარაკონ იმ ბრალდებაზე, რომლებიც მათ აქვთ წაყენებული, იმართლონ თავი.

საქმე ის არის, რომ სამართლებელი არაფერი აქვთ. როგორ უნდა იმართლონ თავი 4 ოქტომბრის შემოქმედებმა, როცა პრეზიდენტის სასახლეს თავს ესხმოდნენ და ამ ძალადობას მხარს უჭერდნენ. როგორ უნდა იმართლონ თავი 2024 წელს უცხოელების დავალებით მანდატების დამხევმა პარტიების წარმომადგენლებმა. რითი უნდა იმართლონ თავი, როდესაც მათ აღიარებული აქვთ, რომ მოქმედებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, მუშაობენ უცხო ქვეყნის პოლიტიკოსებთან. ცხადი გახდა, რომ არაფერი სათქმელი და თავის სამართლებელი არგუმენტი არ აქვთ და ცდილობენ თავს დაესხან სასამართლოსა და მოსარჩელე მხარეს, „ქართულ ოცნებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის შესახებ სარჩელის განხილვა გრძელდება.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს