ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 7

შალვა პაპუაშვილი: 2028 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები და როგორც იცით, ზოგადი საერთაშორისო სტანდარტია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდეს ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შემდეგ პარტიები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას

შალვა პაპუაშვილი: 2028 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები და როგორც იცით, ზოგადი საერთაშორისო სტანდარტია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდეს ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შემდეგ პარტიები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • 2028 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები და როგორც იცით, ზოგადი საერთაშორისო სტანდარტია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდეს ის სამართლებრივი ჩარჩო,…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

2028 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები და როგორც იცით, ზოგადი საერთაშორისო სტანდარტია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდეს ის სამართლებრივი ჩარჩო,…

2028 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები და როგორც იცით, ზოგადი საერთაშორისო სტანდარტია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდეს ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შემდეგ პარტიები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, - განუცხადა პრაღაში ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ჟურნალისტმა ჰკითხა, რატომ მომზადდა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები, რომელმაც ოპოზიციაში უკვე გამოიწვია კრიტიკა.

„ყველა ცვლილება გარკვეულწილად, ტექნიკურია იმ მხრივ, რომ გამოცდილება დაგროვდა არჩევნების პერიოდში. მუდმივად ვაკვირდებით სხვა ქვეყნებში გამოცდილებასაც. ვუყურებთ, რა გამოცდილებაა სხვაგან, რომ ჩვენთანაც არჩევნები იყოს ეფექტიანი, პროცედურები კი მარტივი და გასაგები. სწორედ ამას ემსახურება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები. მიმდინარეობს განხილვები. იქნება პირველი, მეორე, მესამე მოსმენა. თვეზე მეტი დასჭირდება იმას, რომ მივიღოთ ეს ცვლილებები. ასე რომ, ყველას, ვისაც ინტერესი, ან რაიმე დამატებითი იდეა აქვს ცვლილებებთან დაკავშირებით, შეუძლია ჩაერთოს ამ ცვლილებებში.

გარდა ამისა, გვინდა, რომ ის იდეები, რომლებიც დაგროვდა, წელსვე ავსახოთ საარჩევნო კოდექსში. 2028 წელს გვექნება საპარლამენტო არჩევნები და როგორც იცით, ზოგადი საერთაშორისო სტანდარტია, რომ რაც შეიძლება დიდი ხნით ადრე ჩამოყალიბდეს ის სამართლებრივი ჩარჩო, რომლითაც შემდეგ პარტიები მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას. მნიშვნელოვანია, ყველა გაეცნოს და იცოდეს, რა რეგულაციები იმოქმედებს 2028 წლის არჩევნებისთვის“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს