ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება

ზურაბ ქადაგიძე: როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე, ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე - ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას და იმედი გვაქვს, ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საბიუჯეტო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საბიუჯეტო…

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა ზურაბ ქადაგიძემ პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საბიუჯეტო განხილვების პროცესში პოლიტიკური ჯგუფის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ჯგუფის წევრებმა სამი პრინციპული საკითხი წარადგინეს, რომლებიც 2027 წლის ბიუჯეტის პროექტში უნდა იყოს გათვალისწინებული: ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის ყოველთვიური დახმარების გაორმაგება, მარჩენალდაკარგული ბავშვების მიზნობრივი მხარდაჭერა და რეზიდენტურის სრული სახელმწიფო დაფინანსება. დეპუტატის შეფასებით, მზარდი ეკონომიკური რესურსების პირობებში სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება სწორედ ამ მიმართულებებს უნდა დაუთმოს.

„ეკონომიკური ზრდის პირობებში, ბიუჯეტის სიკეთე პირველ რიგში იმ ადამიანებსა და მიმართულებებს უნდა შეეხოს, რომლებიც ქმნიან ჩვენი სახელმწიფოს სიმტკიცეს, მომავალსა და სოციალურ მდგრადობას.

პარტია „ხალხის ძალას“ საბიუჯეტო განხილვების პროცესში პრინციპული და მკაფიო პოზიცია უკავია სამ ფუნდამენტურ საკითხზე:

1. ბატონმა სოზარმა ცოტა ხნის წინ დააყენა საკითხი, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის გასაცემი დახმარების მინიმუმ გაორმაგების შესახებ. ეს არ არის სოციალური მოწყალება, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ფასად დაიცვეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ვეტერანების ღირსეული დაფასება და მათი ყოველთვიური დახმარების გაორმაგება ეროვნული თავდაცვისუნარიანობის, სამხედრო სამსახურის პრესტიჟისა და სახელმწიფოებრივი ღირსების განუყოფელი კომპონენტია.

2. ასევე, ბატონმა ზაალ მიქელაძემ ბიუჯეტის ველდებულებად დასახა ორი საკითხი:

მარჩენალდაკარგული ბავშვების მიზნობრივი მხარდაჭერა და რეზიდენტურის სრული დაფინანსება. სოციალური სამართლიანობა იზომება იმით, თუ როგორ ზრუნავს ქვეყანა ყველაზე მოწყვლად ფენაზე. ბავშვები, რომლებმაც დაკარგეს ოჯახის მთავარი მარჩენალი, არ უნდა გრძნობდნენ თავს დაჩაგრულად და უყურადღებოდ დარჩენილად. ბიუჯეტში მათი ადეკვატური დახმარების გათვალისწინება სახელმწიფოს უპირველესი მორალური და დემოგრაფიული ამოცანაა, რათა არცერთი მოზარდი არ დარჩეს განვითარებისა და ელემენტარული საარსებო გარანტიების გარეშე.

რაც შეეხება რეზიდენტურას, საქართველოს ჯანდაცვის სისტემა დგას კრიტიკული გამოწვევის - კადრების დაბერებისა და პროფესიონალთა გადინების საფრთხის წინაშე. ახალგაზრდა, ნიჭიერი მედიკოსებისთვის დიპლომისშემდგომი განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა ან მათი დატოვება მძიმე ფინანსური ტვირთის ქვეშ პირდაპირ ურტყამს ეროვნულ უსაფრთხოებას. რეზიდენტურის სახელმწიფო დაფინანსება არის არა ხარჯი, არამედ სტრატეგიული ინვესტიცია ქართულ მედიცინასა და ადამიანურ კაპიტალში.

ეს სამი საკითხი წარმოადგენს „ხალხის ძალის“ პრინციპულ მოთხოვნას. როდესაც ქვეყანას გააჩნია მზარდი ეკონომიკური რესურსი, დაუშვებელია დაზოგვა ვეტერანებზე,ბავშვებსა და მომავალ ექიმებზე. იმედი გვაქვს ეს მოთხოვნები გათვალისწინებული იქნება!“ - განაცხადა ზურაბ ქადაგიძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს