ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 5

არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს

არჩილ გორდულაძე: მოპასუხე მხარე ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოპასუხე მხარე პროცესის მიმდინარეობის ხელოვ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოპასუხე მხარე პროცესის მიმდინარეობის ხელოვ…

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ მოპასუხე მხარე პროცესის მიმდინარეობის ხელოვნურად დაძაბვისა და დისონანსის შეტანის მცდელობაში დაადანაშაულა.

მისი განცხადებით, რვადღიანი სასამართლო პროცესიდან ხუთი დღე ერთი და იმავე ფაქტების უტრირებას, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და განმეორებით განცხადებებს დაეთმო.

მისივე თქმით, სასამართლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის არახელსაყრელია და ახლა ყველანაირად ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს.

„რვა დღის განმავლობაში ვაკვირდებოდით სასამართლო პროცესს. ამ რვა დღიდან ხუთი დღის განმავლობაში ერთი და იმავე ფაქტების უტრირებას, მათ შორის, არასწორი ინფორმაციის გავრცელებასა და ერთი და იმავე საკითხების გამეორებას ვისმენდით. თქვენც მიეცით ამასთან დაკავშირებით შენიშვნა, თუმცა ეს მაინც გაგრძელდა. ჩემი გადმოსახედიდან, სასამართლო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა მოპასუხე მხარე მიიჩნევს, რომ ეს მისთვის არახელსაყრელია და ახლა ყველანაირად ცდილობს, სასამართლო პროცესში დისონანსი შეიტანოს. ეს არის ერთი საკითხი, რომლის დაფიქსირებაც აუცილებლად მინდოდა“ - განაცხადა გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს