ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 6

არჩილ გორდულაძე: როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს

არჩილ გორდულაძე: როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების, ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ანა წითლიძის განცხადებები გააკრიტიკა. მისი…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ანა წითლიძის განცხადებები გააკრიტიკა. მისი…

საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ანა წითლიძის განცხადებები გააკრიტიკა.

მისი თქმით, წითლიძე საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის 80%-ს სიცრუეს უწოდებს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ასობით გვერდს მოიცავს და მასში საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები და სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებია განხილული.

„საკითხი, რომელზეც პოზიციის დაფიქსირება აუცილებელია, ანა წითლიძის განცხადებებს ეხება. ქალბატონი ანა თავისი გამოსვლის დროსაც საუბრობდა, რომ საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ფაქტები „აბსოლუტური ტყუილია“. დღესაც გაიმეორა, რომ საგამოძიებო დასკვნაში მითითებული ინფორმაციის 80% -ი სიცრუეა. რას უწოდებს ქალბატონი ანა ტყუილს? იმის გათვალისწინებით, რომ თქვენთვისაც უმნიშვნელოვანესია, სასამართლომ ობიექტური გადაწყვეტილება მიიღოს, საჭიროა, ამ საკითხზე პოზიცია დაფიქსირდეს.

როდესაც მხარე საგამოძიებო კომისიაზე საუბრობდა, რომლის დასკვნაც ასობით გვერდისგან შედგება და რომელშიც განხილულია საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობები, საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებები - როგორც სამოქალაქო და ადმინისტრაციული, ისე სისხლის სამართლის საქმეებზე - ასევე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები, ამ ყველაფერს ქალბატონი ანა წითლიძე 80 % ტყუილს უწოდებს.“ - განაცხადა გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს