ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

მარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა

მარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებ…

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მეცნიერების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

„გილოცავთ მეცნიერების საერთაშორისო დღეს! საქართველოსთვის ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. გელათისა და იყალთოს აკადემიები, ივანე ჯავახიშვილის მიერ დაფუძნებული პირველი ქართული უნივერსიტეტი და ქართველ მეცნიერთა თაობები ადასტურებენ, რომ ცოდნის სიყვარული ჩვენი თვითმყოფადობის განუყოფელი ნაწილია. ეს მემკვიდრეობა ჩვენი სიამაყეც არის და პასუხისმგებლობაც - ღირსეულად გავაგრძელოთ წინაპართა დიდი ტრადიცია“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მეცნიერების წინაშე არსებულ თანამედროვე გამოწვევებზე, მათ შორის ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებაზე. ასევე ილაპარაკა მეცნიერების განვითარების მხრივ სახელმწიფოს თანმიმდევრულ მხარდაჭერაზე, სამეცნიერო კვლევების დაფინანსებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

როგორც მარიამ ლაშხმა აღნიშნა, სხვადასხვა თაობის მკვლევართა მიღწევები და ახალგაზრდა მეცნიერთა წარმატება ქართული მეცნიერების ღირსეული მომავლის საფუძველია.

მარიამ ლაშხმა ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ახალ მიმართულებებზე. მისი თქმით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლეა საბაკალავრო კვლევების დაფინანსება, რაც ახალგაზრდებს სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას სწავლის ადრეული ეტაპიდან აძლევს.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამართულ ღონისძიებაზე ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერები დაჯილდოვდნენ.

ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, მეცნიერები და მკვლევრები ესწრებოდნენ.

10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა, რომელიც იუნესკოს მიერ 2001 წელს დაფუძნდა. ამ დღის მიზანია მეცნიერების მნიშვნელობის შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება და აქტუალური სამეცნიერო საკითხების განხილვაში საზოგადოების ჩართვის ხელშეწყობა. 2026 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის სლოგანია „საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით“.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს