ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

მარიამ ლაშხი: 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 300 მილიონი ლარით იზრდება

მარიამ ლაშხი: 2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 300 მილიონი ლარით იზრდება
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 300 მილიონი ლარით იზრდება და 3 მილიარდ ლარს…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 300 მილიონი ლარით იზრდება და 3 მილიარდ ლარს…

„2027 წლის ბიუჯეტის განახლებული პროექტით განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება თითქმის 300 მილიონი ლარით იზრდება და 3 მილიარდ ლარს აჭარბებს. ინკლუზიური განათლების დაფინანსება კი 101 მილიონიდან 139 მილიონ ლარამდეა გაზრდილი, რაც თითქმის 40-პროცენტიან უპრეცედენტო ზრდას წარმოადგენს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა პლენარულ სხდომაზე.

მარიამ ლაშხმა საქართველოს სამეცნიერო მემკვიდრეობაზე, ქვეყნის თანამედროვე სამეცნიერო პოტენციალსა და განვითარების შესაძლებლობებზე ილაპარაკა.

„გლობალური ინოვაციების ინდექსში 2022 წელს 74-ე ადგილზე ვიყავით, ოთხ წელიწადში 17 პოზიციით დავწინაურდით. დღეს საქართველო 139 ქვეყანას შორის 57-ე ადგილზეა და სამხრეთ კავკასიის ინოვაციური ლიდერია. PISA 2025-ის შედეგებით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში გაუმჯობესების მაჩვენებლით საქართველო 91 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. ეს წარმატება შემთხვევითი არ არის, ის საქართველოს სახელმწიფოს თანმიმდევრულ პოლიტიკაში პოულობს გამოხატულებას“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.

მან ყურადღება გაამახვილა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საქმიანობის ახალ სფეროებზე, მათ შორის, ქართველოლოგიის კვლევების სახელმწიფო კონკურსსა და ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის გაძლიერებაზე. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, სიახლეა საბაკალავრო კვლევების დაფინანსებაც, რაც ახალგაზრდებს სამეცნიერო კვლევებში ჩართვის შესაძლებლობას სწავლის საბაკალავრო საფეხურიდან აძლევს.

მარიამ ლაშხმა ქართველ მეცნიერებს, მკვლევრებსა და მასწავლებლებს მეცნიერების საერთაშორისო დღე მიულოცა და მეცნიერების განვითარების მხრივ დაგეგმილ სამომავლო ნაბიჯებზე ილაპარაკა.

„გილოცავთ მეცნიერების დღეს ყველა ქართველ მეცნიერს, მკვლევარს და მასწავლებელს. თქვენი შრომა ქვეყნის ყველაზე ღირებული ინვესტიციაა მომავალში. განათლების რეფორმის მომდევნო ეტაპი სწორედ მეცნიერებას ეძღვნება - სადოქტორო, საპატენტო და კომერციალიზებადი კვლევების მხარდაჭერას. ჩვენი მიზანი ნათელია: ქართველმა მეცნიერმა აღმოჩენა აქ, საქართველოში შექმნას, აქვე აქციოს ტექნოლოგიად, რომელსაც მთელი მსოფლიო გამოიყენებს“, - განაცხადა მარიამ ლაშხმა.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს