ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 8

ირაკლი მეზურნიშვილი: სწორი პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი ზრდის ჩინეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი

ირაკლი მეზურნიშვილი: სწორი პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი ზრდის ჩინეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რე…

პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეზურნიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგის ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ქვეყნებს შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა წელს უკვე ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ავიდა. სწორი პოლიტიკის მეშვეობით შევინარჩუნეთ სტაბილურობა, მშვიდობა, მაღალი ეკონომიკური ზრდა და ეს ყველაფერი ზრდის ჩინეთის ინტერესს ჩვენი ქვეყნისადმი. ეს არის ისტორიული მოვლენა“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

ირაკლი მეზურნიშვილმა საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების სწორი პოლიტიკის შედეგად, ჩინეთთან გაფორმებულია როგორც სტრატეგიული პარტნიორობა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ასევე მოქმედებს უვიზო რეჟიმი, რამაც ჩინეთიდან ტურისტების ნაკადის 25%-იანი ზრდა განაპირობა.

„თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის. საქართველოდან ჩინეთში ექსპორტი დაახლოებით 170%-ით არის გაზრდილი, რაც ჩვენს ექსპორტიორებს, ფერმერებსა და იმ კომპანიებს, რომლებიც ქართულ პროდუქტს აწარმოებენ, დამატებით შესაძლებლობებს აძლევს“, - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

მისი თქმით, კერძო სექტორსა და მწარმოებლებთან შეხვედრისას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტს მნიშვნელოვანი გზავნილები ჰქონდა და მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მზად არის, კიდევ უფრო მეტი ქართული პროდუქცია შეიძინოს.

ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებულ პირდაპირ ავიამიმოსვლაზეც ისაუბრა, რაც, მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია როგორც კერძო სექტორისთვის, ასევე მთლიანად ქვეყნისთვის.

ირაკლი მეზურნიშვილმა პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას ოპოზიცია გააკრიტიკა და მათ პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას გაუსვა ხაზი.

„ასეთი ისტორიული მოვლენის შემდეგ ვერ ვნახეთ ოპოზიციის, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ამ ვიზიტის ვერანაირი პოლიტიკური შეფასება. წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება უგულებელყოს პოლიტიკურმა ჯგუფმა ასეთი ვიზიტი და ეს მოვლენა არ შეაფასოს. ჩვენც და საზოგადოებაც კარგად ვხვდებით, რა ხდება. ისინი დაბნეულები არიან და ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება შეაფასო ასეთი მასშტაბის ვიზიტი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათი მხრიდან პოლიტიკურ უპასუხისმგებლობას“, - განაცხადა ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

მისი თქმით, ქვეყნის ხელისუფლება აუცილებლად გააგრძელებს სწორ პოლიტიკას მოქალაქეების საკეთილდღეოდ და ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს