ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 4

არჩილ გორდულაძე: როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც

არჩილ გორდულაძე: როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ წამების თანაამსრულებელია, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ თანაამსრულებელია წამების, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერან…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ თანაამსრულებელია წამების, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერან…

როდესაც კონკრეტული პირი ამბობს, რომ მიუღებელია წამება, მაგრამ ქმედებაში აორგანიზებს და პირდაპირ თანაამსრულებელია წამების, მისი მიერ გაკეთებული განცხადება ვერანაირად ვერ იქნება დანაშაულის ინდულგენცია მის მიმართ. იგივე არის პარტიების შემთხვევაშიც, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე.

გორდულაძის განცხადებით, იმ კონკრეტულ ძალებთან კოალიციაში შესვლა, რომლებიც წარსულში ადამიანის უფლებებს ფეხქვეშ თელავდნენ, მომავალში იმავე ქმედებების გაგრძელების საფრთხეს ქმნის.

„ჯერ ხომ ასეთი გამიჯვნა არ არსებობს და არ უთქვამთ კონკრეტულ პარტიებს და ბევრი მტკიცებულებაა ამასთან დაკავშირებით. მათ შორის კიდევ ერთხელ, პლენუმის წინაშე ნათქვამი იყო სიტყვები, რომ არავითარი ადამიანის უფლებების დარღვევა არ ყოფილა. არც პენიტენციურ სისტემაში. როდესაც სიტყვები სისტემური და სისტემატური ჩვენი ნათქვამი არ არის, ეს სტრასბურგის სასამართლოს ნათქვამია, ამ დროს კონკრეტული პირის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ჩვენ ამას ვემიჯნებით, რაც არ გაუკეთებიათ კიდეც. სულ რომ გაეკეთებინა, მერე თავისი ქმედება გამოხატულია, რომ ამ პარტიასთან ერთად იგი აპირებს, კოალიციური მმართველობა შექმნას, რა თქმა უნდა, ის პასუხისმგებელი ხდება, რომ წარსულში რომ იგი ფეხქვეშ თელავდა ადამიანს, როგორც ინდივიდს და უმაღლეს ღირებულებას, მომავალშიც, კოალიციური მმართველობის შემთხვევაშიც, იმავეს გააკეთებს, პირდაპირ თანამონაწილე გახდება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს