ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 8

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა

არჩილ გორდულაძე: მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა, რა დავკარგეთ რა ქვების გრო…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა, რა დავკარგეთ რა ქვების გრო…

„ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა, აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს „ქვების გროვა“ უწოდა, რა დავკარგეთ რა ქვების გროვაო? - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.

გორდულაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან 2008 წლის აგვისტოს ომამდე გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა, რაც მათ კონსტიტუციურ სარჩელშიც მითითებულია.

გორდულაძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც ოკუპანტის დანაშაულებრივი ქმედებებისა და ეფექტური კონტროლის არარსებობის გამო დროებითი ოკუპაციის საზღვრები კიდევ უფრო გაფართოვდა, ამ ყველაფერს „ნაციონალური მოძრაობის“ მაშინდელმა თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა ქვების გროვა უწოდა.

„მნიშვნელოვანია, რა განცხადება გააკეთა და როგორ პოზიციონირებდა მაშინდელი პარტიის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი. მიხეილ სააკაშვილმა აგვისტოს ომის შედეგად განადგურებულ სოფლებს უწოდა ქვების გროვა, აი ის ქვების გროვა სადაც არ ხორციელდებოდა ოკუპანტის ეფექტური კონტროლი და დანაშაულებრივი ქმედებები და დროებით ოკუპაციის საზღვარი კიდევ უფრო გაფართოვდა აი ამ ყველაფერს ნაციონალური მოძრაობის მაშინდელმა თავმჯდომარემ მიხეილ სააკაშვილმა უწოდა ქვების გროვა, რა დავკარგეთ რა ქვების გროვაო?“ - განაცხადა გორდულაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს