ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 5

ანა წითლიძე: სააკაშვილს უკეთებია არაერთი განცხადება, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები, ამას პასუხად ვამბობ, თორემ არ ნიშნავს, რომ 2003-დან 2012 წლამდე რამეს ვემიჯნები

ანა წითლიძე: სააკაშვილს უკეთებია არაერთი განცხადება, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები, ამას პასუხად ვამბობ, თორემ არ ნიშნავს, რომ 2003-დან 2012 წლამდე რამეს ვემიჯნები
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • „ქართული ოცნება“ სარჩელით თუ გვედავება კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ქართული ოცნება“ სარჩელით თუ გვედავება კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორ…

„ქართული ოცნება“ სარჩელით თუ გვედავება კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირთა ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვასთან?, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ანა წითლიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ პროცესზე განაცხადა.

ანა წითლიძის განმარტებით, არცერთი ის ადამიანი, რომელთან დაკავშირებითაც საგამოძიებო კომისიაში არის მაგალითები მოყვანილი და პასუხისმგებლობები აქვთ დაკისრებული, 2003-დან 2012 წლამდე არ ყოფილა პარტიული ფუნქციონერი.

რაც შეეხება შეცდომებს და გარკვეული ფაქტებისგან გამიჯვნის საკითხს, წითლიძის განმარტებით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მიხეილ სააკაშვილს 2012 წლიდან უკეთებია არაერთი განცხადება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები.

„ჩვენი მთავარი კითხვა, მათ შორის არსებითი განხილვის დროს, მომჩივანთან იყო, რას გვედავებიან, ითხოვენ პოლიტიკური პარტიის აკრძალვას 2003-დან 2012 წლამდე სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო, ხომ? რეალობა ეს არის. რამდენად რელევანტურია, რომ სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო აკრძალო პოლიტიკური პარტია. პოლიტიკური პარტიის აკრძალვა რეალურად უნდა გამომდინარეობდეს მისი მიზნებიდან და მოქმედებებიდან. ბუნებრივად გვქონდა კითხვა, რას გვედავებოდა სარჩელში „ქართული ოცნება“. გუშინ მათი პასუხიდანაც ვერ გავიგეთ. თუ გვედავება კონკრეტული სახელმწიფო თანამდებობის პირთა გადაწყვეტილებებს, ინდივიდუალურს, რა შუაშია დღეს ის „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის აკრძალვასთან?

2003-დან 2012 წლამდე რამდენი მინისტრი, მინისტრის მოადგილე და თანამდებობის პირი ჰყავდა მაშინდელ ხელისუფლებას და რამდენი მათგანი იყო პარტიული? სრული პასუხისმგებლობით შემიძლია, გითხრათ, რომ უმრავლესობა – არა. ბევრჯერ ითქვა, „ნაციონალური მოძრაობა“ რაღაცებს არ ემიჯნება, შეცდომებზე არ ლაპარაკობსო და ა.შ. ჩვენ ეს არასოდეს არ გვითქვამს, პირიქით, „ნაციონალურ მოძრაობას“, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს 2012 წლიდან უკეთებია არაერთი განცხადება, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რა იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცდომები. უფრო მეტიც, მათ შორის განცხადება უკეთებია იმასთან დაკავშირებით, რომ არცერთი ძველი პოლიტიკური თანამდებობის პირი საერთოდ არ უნდა იყოს თანამდებობაზეო. ამას რომ ვამბობ, პასუხად არის, თორემ არ ნიშნავს, რომ 2003-დან 2012 წლამდე რამეს ვემიჯნები. თქვენს პასუხად, შემიძლია, გითხრათ, რომ არცერთი სახელმწიფო მინისტრი, თუ მინისტრი 2003-დან 2012 წლამდე არ ყოფილა პარტიული.

მაგალითად, საგამოძიებო კომისიაში ჩვენ წინააღმდეგ არის საქმეები, მათ შორის ზურა ადეიშვილზე. 2003-დან 2012 წლამდე ზურა ადეიშვილი პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა. მათ შორის საქმეები არის ვანო მერაბიშვილზე. 2003-დან 2012 წლამდე პარტიული ფუნქციონერი არ ყოფილა. არცერთი ის ადამიანი, ვისზეც საგამოძიებო კომისიაში არის მაგალითები მოყვანილი და პასუხისმგებლობები აქვთ დაკისრებული, არ ყოფილა პარტიული ფუნქციონერი“, – აღნიშნა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელით მოთხოვნილია „ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელოს“, „ფედერალისტების“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და აკრძალვა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს