ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 0

თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ისინი არა თუ სინანულს ავლენენ, არამედ რჩება განცდა, რომ , რომ პირიქით- დღესაც რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისეთივე ენთუზიაზმით, ისეთივე მონდომებით მთელ ბოროტებას ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რის გამოც 2012 წელს ეს პოლიტიკური სენი იქნა მოშორებული პოლიტიკური ავანსცენიდან ჩვენი საზოგადოების, „ქართული ოცნების“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ

თორნიკე ჭეიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: ისინი არა თუ სინანულს ავლენენ, არამედ რჩება განცდა, რომ , რომ პირიქით- დღესაც რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისეთივე ენთუზიაზმით, ისეთივე მონდომებით მთელ ბოროტებას ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რის გამოც 2012 წელს ეს პოლიტიკური სენი იქნა მოშორებული პოლიტიკური ავანსცენიდან ჩვენი საზოგადოების, „ქართული ოცნების“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საპარლამენტო უმრავლესბის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საპარლამენტო უმრავლესბის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინ…

საპარლამენტო უმრავლესბის წევრმა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თორნიკე ჭეიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე „ცამოძრაობის“ წარმომადგენელთა პოზიციები შეაფასა.

„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელთა შორის ამ ეტაპმა მოახდინა თვითლუსტრაციის რეჟიმის გააქტიურება, როდესაც ისინი აბსოლუტურად უსუსური, უსუსტესი არგუმენტებით ცდილობენ, რომ როგორღაც პასუხი გასცენ მოსამართლეთა მხრიდან დასმულ კითხვებს, ხოლო მეორე მხრივ, მტკნარ სიცრუეს ავრცელებენ. ვერ მალავენ საკუთარ დამოკიდებულებას იმ ნამოქმედართან დაკავშირებით, რომელიც თავის მხრივ არის მიმართებული 2003-2012 წლების სადისტურ, დანაშაულებრივ რეჟიმთან.

ისინი არა თუ სინანულს ავლენენ, არამედ რჩება განცდა, რომ პირიქით - დღესაც რომ ჰქონდეთ შესაძლებლობა, ისეთივე ენთუზიაზმით, ისეთივე მონდომებით გაიმეორებენ მთელ ბოროტებას ქართული საზოგადოების, ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ, რის გამოც 2012 წელს ეს პოლიტიკური სენი იქნა მოშორებული პოლიტიკური ავანსცენიდან ჩვენი საზოგადოების, „ქართული ოცნების“, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ", - განაცხადა ჭეიშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლო 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების’’ კონსტიტუციური სარჩელის არსებით განხილვას განაგრძობს. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.

საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე რჩება და კითხვებს კვლავ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს დაუსვამს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალანათელაშვილის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი, მეუფე იობს მადლობას უხდის და ხელისუფლებასთან უფრო პრინციპულ დაპირისპირებას სთხოვსშემდეგი თემატური მასალა →ვახტანგ თოფურია: ევროკავშირის ბოლოდროინდელი შანტაჟი, ევროპული ორმაგი სტანდარტების კლასიკური მაგალითი

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს