ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა2 წთ საკითხავი👁 0

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირზე: აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, წელიწადში რაც არის მთელი ჩვენი ვაჭრობა, თვე ნახევარში უხდიან ისინი რუსეთს მხოლოდ თხევად გაზში

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირზე: აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, წელიწადში რაც არის მთელი ჩვენი ვაჭრობა, თვე ნახევარში უხდიან ისინი რუსეთს მხოლოდ თხევად გაზში
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, წელიწადში რაც არის მთელი ჩვენი ვაჭრობა, თვე ნახევარ…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, წელიწადში რაც არის მთელი ჩვენი ვაჭრობა, თვე ნახევარ…

აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, წელიწადში რაც არის მთელი ჩვენი ვაჭრობა, თვე ნახევარში უხდიან ისინი რუსეთს მხოლოდ თხევად გაზში, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მედიას ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებით.

ჟურნალისტმა ჰკითხა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ევროკავშირის ქვეყნებმა მიმდინარე წლის პირველ 10 თვეში რუსეთის არქტიკული „იამალის“ პროექტიდან თხევადი ბუნებრივი აირის შესაძენად დაახლოებით 8,7 მილიარდი ევრო გადაიხადეს.

„არაერთხელ გვითქვამს და არაერთი ფაქტი ყოფილა, რომელიც ადასტურებს იმ ფარისევლობას, რომელსაც საქართველოს მიმართ ევროკავშირისგან ვხედავთ. ვხედავდით, როგორ გვიკრძალავდნენ ყველანაირ სავაჭრო ურთიერთობას რუსეთთან და მოგვიწოდებდნენ, რომ ფაქტობრივად, დაგვეზარალებინა ჩვენიეკონომიკის სხვადასხვა სფერო. განსაკუთრებით, მეღვინეობა და სოფლის მეურნეობა. შემდეგ აღმოვაჩინეთ, რომ ლიტვა იყო მთელს მსოფლიოში ყველაზე დიდი ღვინის ექსპორტიორი რუსეთში.

ახლაც ამას ვხედავთ. ნავთობპროდუქტებთან და ენერგოპროდუქტებთან დაკავშირებით, ცდილობდნენ საქართველოს დაყოლიებას არ შეესყიდა იაფი რესურსები რუსეთიდან, აგვეკრძალა ჩვენი ბიზნესისთვის საწვავის შემოტანა რუსეთიდან. ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არიან რეკორდსმენები და ზრდიან რუსეთიდან თხევადი გაზის ექსპორტს. თანხობრივად რომ ავიღოთ, წელიწადში რაც არის მთელი ჩვენი ვაჭრობა, თვე ნახევარში უხდიან ისინი რუსეთს მხოლოდ თხევად გაზში. მთლიანად ჩვენი რუსეთიდან იმპორტი არის დაახლოებით მილიარდ ნახევარი, ან ცოტა მეტი და ერთ მილიარდს მარტო თხევად გაზში უხდის ევროკავშირი რუსეთს. აქაც ჩანს ის ფარისევლობა, რომლითაც მათი საჯარო განცხადებები არის გამოაშკარავებული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ევროკავშირმა 2026 წელს რუსეთის „იამალის“ პროექტიდან თხევადი გაზის შესაძენად 9 მილიარდ ევრომდე დახარჯა, რაც 2025 წლის მონაცემებს 20%-ით აღემატება.


როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს