ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა1 წთ საკითხავი👁 0

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.ვიზიტის ფარგლებში, რონი მესხმა ორმხრივი შე…
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.ვიზიტის ფარგლებში, რონი მესხმა ორმხრივი შე…

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, რონი მესხი, სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, რონი მესხმა ორმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის უფროსთან - ალი ფიდანთან. შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობა, მისი შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები და სამომავლო გეგმები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის კოორდინაციის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მზადყოფნა, აქტიურად გააგრძელონ თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის პირველი მოადგილე ასევე დაესწრო ქალაქ ანკარაში გამართულ შიდა უსაფრთხოების აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენას.

თურქეთის რესპუბლიკაში, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი - დავით კიკნაძე.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალადათა გვასალია: ვინც სააკაშვილს პოზიციას შეაცვლევინებდა, მისივე გარე პატრონია. როგორც ჩანს, გარე პატრონებმა ჩათვალეს, რომ ისედაც კრიზისში მყოფი აგენტურის შიგნიდან, სააკაშვილის მიერ დამატებითი ჩაწიხლვა საქმეს კიდევ უფრო აფუჭებდა. შესაბამისად, სააკაშვილსაც თითი დაუქნიეს და მკაფიო მითითება მისცეს "შეწყვიტე კრიტიკა, ახლა მოფერების დროა" და მიშამაც არ დააყოვნაშემდეგი თემატური მასალა →ლევან ჭოტორლიშვილი: გაზის აფეთქება, ავტოავარიები ყველა ქვეყანაში ხდება, მაგრამ საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა სადაც ოპოზიცია როგორც ხავსს ისე ეპოტინება ნებისმიერ უბედურ შემთხვევას

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს