ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 0

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე, გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო

ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე, გაფართოებაზე  საუბარი საერთოდ არ იყო
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • ნიკოლოზ სამხარაძე: ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე, გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

ბერლინში დღეს დასრულდა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესია, რომელშიც ჩვენი დელეგაცია მონაწილეობდა, როგორც საკომიტეტო განხილვებში, ასევე პლენარულ სესიაზე,- განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.

სამხარაძის თქმით, კითხვაზე, რომელიც ეხებოდა უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, მარკ რუტემ უპასუხა, რომ არ არის ერთიანობა მოკავშირეებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, დღის წესრიგში არ დგას, ხოლო, მთავარი საკითხი აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, შავი და ბალტიის ზღვების, ასევე კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება იყო.

“საპარლამენტო ასამბლეის ძირითადი განსახილველი საკითხები იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების თავიდან არიდება, ომი უკრაინაში, გადაიარაღება და ასევე არქტიკული უსაფრთხოება. ამ ჯერზე გაფართოებაზე საუბარი საერთოდ არ იყო.

დღეს პლენარულ სხდომას მიმართა ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ, ასევე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უკრაინის პრეზიდენტმა და უკრაინის თავდაცვის მინისტრმა. კითხვაზე, რომელიც ეხებოდა უკრაინის გაწევრიანებას ნატოში, რუტემ უპასუხა, რომ არ არის ერთიანობა მოკავშირეებს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით, შესაბამისად, ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებს, ვრცელი საუბარი იყო იმაზე, თუ როგორ იყენებს რუსეთი ჰიბრიდულ ტაქტიკას ნატოს ქვეყნების წინააღმდეგ, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ნატომ კიდევ უფრო მეტი დახარჯოს შეიარაღებისთვის, თუმცა წელს და შარშან უკვე 250 მილიარდი დოლარით მეტი აქვთ დახარჯული, ვიდრე აქამდე. ძირითადად ამ საკითხების ირგვლივ გაიმართა განხილვები და მთავარი საკითხი ისევ და ისევ იყო აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერება, შავი ზღვის უსაფრთხოება, ბალტიის ზღვის უსაფრთხოება და კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოება, სწორედ ამ საკითხებს მიეძღვნა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელი სესია.”- განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალალიზა გეგეჭკორი ირაკლი წულაიაზე: არ მოვიდა დრო, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქვას, სანამ მორალს წაიკითხავს და ჭკუის სწავლას დაგვიწყებს, ჰკითხეთ, შემთხვევით ნარკოტიკული მოღვაწეობის მიზეზით ხომ არ მოხსნეს მარაბდა-კარწახის დირექტორის პოზიციიდანშემდეგი თემატური მასალა →შაკო ჩაჩანიძე ირაკლი წულაიაზე: თავის დროზე მარაბდა-კარწახის რკინიგზაზე მუშაობდა, საიდანაც საქართველოში დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შემოტანის გამო გამოაგდეს. მაშინ თავის დაძვრენა მოახერხა, თუმცა დღემდე ნარკოდამოკიდებულია, შემჩნეულია "ბარიგებთან" ურთიერთობაში და მსგავს ვიდეოებსაც ძირითადად არაფხიზელ მდგომარეობაში წერს

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს