ᲣᲡᲢᲐᲠᲘ.ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲡᲐᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲝ ᲡᲐᲐᲒᲔᲜᲢᲝ
ამბავი პირველ ადგილზე.სიტყვის თავისუფლება პასუხისმგებლობაა
პოლიტიკა3 წთ საკითხავი👁 0

სააკაშვილის განცხადება, რომელიც მსჯავრდებულმა მალევე წაშალა: უტყუარი ფაქტია, რომ ამერიკელები ბოლომდე გვეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო პირველმა ვარდების რევოლუცია სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა

სააკაშვილის განცხადება, რომელიც მსჯავრდებულმა მალევე წაშალა: უტყუარი ფაქტია, რომ ამერიკელები ბოლომდე გვეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო პირველმა ვარდების რევოლუცია სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა
USTARI.GE არქივი
ტექსტის ზომა:16px

მოკლედ მთავარზე · USTARI BRIEF

  • სააკაშვილის განცხადება, რომელიც მსჯავრდებულმა მალევე წაშალა: უტყუარი ფაქტია, რომ ამერიკელები ბოლომდე გვეწინააღმდეგებოდნენ, ხოლო პირველმა ვარდების რევოლუცია სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, იგორ ივანოვმა აკურთხა
  • მასალა გადამოწმებულია „უსტარის“ სარედაქციო სტანდარტის შესაბამისად.

„ივანოვი ამოვიდა ჩვენთან მე-3 სართულზე, მოაჩოჩა სკამი, ჩამოგვიჯდა და გვეუბნება: „ბიჭებო და გოგოებო ეს რა ამბები აგიტეხიათ? არ სჯობდა დროულად დაგერეკათ ბიძია იგორისთვის და მე მოგიგვარებდით ამ ამბავს.“ მერე ნინოს ეუბნება: „ნინო რა გსურს შენ? გსურს პარლამენტის თავმჯდომარეობა, იქნები ნა ხ... პარლამენტის თავმჯდომარე“, რაზეც ნინო აკაკანდა - „ბატონო იგორ, აქ უწმაწურ სიტყვებს ნუ ხმარობთ“, თუმცა ეს ივანოვმა არ შეიმჩნია და შემდეგ შეხედა ზურას - "ზურაბ, შენ ალბათ პრემიერობა გინდა, ხოდა იქნები ნა ხ... პრემიერ-მინისტრი" და მერე მე ამათვალ-დამათვალიერა და მითხრა, "შენ კი მიშა იქნები ნა ხ... პრეზიდენტი",“ - ამის შესახებ მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, „ვარდების რევოლუციის“ შესახებ 24 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტში წერდა.

სააკაშვილმა გაიხსენა სხვადასხვა დეტალი, მათ შორის, მისი ვიზიტი აშშ-ის იმჟამინდელ ელჩ რიჩარდ მაილსთან, რომელმაც პარლამენტის შენობის გათავისუფლებისა და დიალოგისკენ მოუწოდა, რაზეც სააკაშვილისგან უარი მიიღო. ექსპრეზიდენტის განცხადებით, გვიან ღამით მათთან რუსეთის იმჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი, იგორ ივანოვი მივიდა და ჟვანიას, ბურჯანაძესა და სააკაშვილს შორის თანამდებობებიც სწორედ მან გაანაწილა.

გარდა ამისა, სააკაშვილის თქმით, „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული სამხედრო გადატრიალება არ იყო, ისინი ბოლომდე ეწინააღმდეგებოდნენ ამ გეგმას, ხოლო პირველმა რევოლუცია სწორედ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ივანოვმა „აკურთხა".

„ეს თითქმის არავინ იცის. ვარდების რევოლუციასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე მომენტი გავიხსენო, რაც შეავსებს საერთო სურათს.

პარლამენტში შესვლის და ნინო ბურჯანაძის მიერ იმის გამოცხადების შემდეგ, რომ ის იღებდა თავის თავზე პრეზიდენტის ფუნქციის განხორციელებას და შევარდნაძე ფაქტობრივად არაქმედითუნარიანი იყო, ორთაჭალაში მდებარე სტადიონზე კობალაძის თაოსნობით შეიკრიბა 300-მდე, როგორც თვითონ თავს უწოდებდნენ, ომის ვეტერანები. მათ გამოაცხადეს, რომ მოვიდოდნენ და იარაღით გაათავისუფლებდნენ პარლამენტს „რევოლუციონერებისგან“.

ამის პარალელურად შავნაბადას სპეცრაზმიდან, შევარდნაძის ბრძანებით, გამოვიდა რამდენიმე ათეული მებრძოლი ბეტეერებით, თუმცა რუსთაველის გზაზე ჩამოხვევისას, პირველი ბეტეერი მაღალი სიჩქარით დაეჯახა კერძო მანქანას და იმ მანქანაში მჯდომი ახალდაქორწინებული წყვილი მოკლა.

დანარჩენები შეჩერდნენ და შემდეგ უკან შებრუნდნენ ბაზაზე.

ზურა ჟვანიამ დაახლოებით საღამოს ათ საათზე შეგვკრიბა ასე 10-15 ადამიანი და გამოგვიცხადა: „ჩვენ სრულ ჩიხში ვართ მეგობრებო - ჩვენ ვმარცხდებით“. როგორც წესი, ზურას შთაგონებისთვის მივმართავდი ხოლმე და მისი ეს პესიმისტური ნოტა არ მომეწონა.

ამასობაში დარეკა ამერიკის ელჩმა, რიჩარდ მაილსმა და საელჩოში მისვლა მთხოვა და თან საელჩოს ბრონირებული მანქანა გამომიგზავნა.

მაშინ საელჩო იქვე იყო, დღევანდელ ორბელიანების სასახლეში და მეც წავედი. შემხვდა ჩაბნელებულ ფოიეში, სადაც ფართო კიბეებით სახლის ფლოსტებით ჩამოვიდა - თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოთ პარლამენტის შენობა და მოუწოდოთ შევარდნაძეს დიალოგისკენ, რათა თავიდან ავიცილოთ სისხლის ღვრა.

მე მივუგე, რომ ჩვენთვის შევარდნაძე დამთავრებული იყო და პარლამენტს მხოლოდ მისი გადადგომის გამოცხადების შემდეგ დავცლიდით! საუბარი ათიოდე წუთში დასრულდა, მაილსს ძალიან არ მოეწონა ეს ჩემი სიჯიუტე და მას შემდეგ მრავალი წელი მაკრიტიკებდა საჯაროდ.

გვიან ღამე, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში, რბილ, ფართო, ტყავის სავარძლებში ჩავიძინეთ მე, ბურჯანაძემ და ჟვანიამ.

გარეთ წვიმის მუსიკოსები უკრავდნენ. ასე დილის ოთხი საათი იყო, ზურას დაცვის უფროსი, კახა გოჩაშვილი შემოვარდა ყვირილით „გარეთ ივანოვია“.

თურმე, რუსეთის საგარეო მინისტრი, იგორ ივანოვი, ახმეტაში გაზრდილი რუსი ჩინოვნიკი ჩამოფრენილა.

აეროპორტიდან ჯერ პატარკაციშვილთან შეიარა და გვარიანად დალია და მერე, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე, იმის მაგივრად რომ ჩვენთან ამოსულიყო, პირდაპირ მიტინგს შეაჭრა და იქ ქართულად მოკლე, მაგრამ მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა, რომელიც დაასრულა სიტყვებით - „გაუმარჯოს ძმებო რევოლუციას! გაუმარჯოს საქართველოს!“

შემდეგ ივანოვი ამოვიდა ჩვენთან მე-3 სართულზე, მოაჩოჩა სკამი, ჩამოგვიჯდა და გვეუბნება: „ბიჭებო და გოგოებო ეს რა ამბები აგიტეხიათ? არ სჯობდა დროულად დაგერეკათ ბიძია იგორისთვის და მე მოგიგვარებდით ამ ამბავს.“ მერე ნინოს ეუბნება: „ნინო რა გსურს შენ? გსურს პარლამენტის თავმჯდომარეობა, იქნები ნა ხ... პარლამენტის თავმჯდომარე“, რაზეც ნინო აკაკანდა - „ბატონო იგორ, აქ უწმაწურ სიტყვებს ნუ ხმარობთ“, თუმცა ეს ივანოვმა არ შეიმჩნია და შემდეგ შეხედა ზურას - "ზურაბ, შენ ალბათ პრემიერობა გინდა, ხოდა იქნები ნა ხ... პრემიერ-მინისტრი" და მერე მე ამათვალ-დამათვალიერა და მითხრა, "შენ კი მიშა იქნები ნა ხ... პრეზიდენტი". აღსანიშნავია, რომ მანამდე ერთმანეთში არავის გვქონია საუბრები ამ თემებზე.

მერე ამბობს „ახლა მე ცოტა დაღლილი ვარ, წავალ დასაძინებლად და სანამ არ გავიღვიძებ, არაფერი გადაწყვიტოთ", და დაგვტოვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ დავუჯერეთ. ივანოვი მეორე დღეს, საღამოს 6-თვის შეგვეხმიანა. მანამდე კი ჩვენ უკვე შევუთანხმდით შევარდნაძეს შეხვედრაზე და ხელისუფლების გადაბარებაზე.

ხოდა როცა დღეს რუსები და მათი ქართველი „შნირები“ ამბობენ, რომ „ვარდების რევოლუცია“ ამერიკელების ორგანიზებული სამხედრო გადატრიალება იყო, ისინი აიგნორებენ იმ უტყუარ ფაქტს, რომ ამერიკელები ბოლომდე გვეწინააღმდეგებოდნენ. ხოლო პირველმა რევოლუცია სწორედ რუსეთის საგარეო მინისტრმა, საქართველოში გაზრდილმა, იგორ ივანოვმა აკურთხა.

აი ასე იყო ეს ამბავი." - წერდა მიხეილ სააკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ მსჯავრდებული ყოფილი პრეზიდენტის ეს პოსტი, მის ფეისბუქვერდზე აღარ იძებნება - იგი გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში წაიშალა.

როგორ შეაფასებთ მასალას?
შენიშნეთ ფაქტობრივი ან ტექნიკური უზუსტობა?აცნობეთ რედაქციას
← წინა თემატური მასალაარჩილ გორდულაძე: ხაზგასასმელია სააკაშვილის ის პოსტი, რომელიც დაწერა და წაშალა, რომ ვარდების რევოლუცია წახალისებული იყო რუსეთის მხრიდან - რამდენი ქვეყნის, რამდენი ძალის აგენტი იყო მიხეილ სააკაშვილი, თვითონვე არის არეული ამ ყველაფერში და ახლაც უნდა, რომ გარე მმართველობა იყოსშემდეგი თემატური მასალა →არჩილ გორდულაძე ანა წითლიძის განცხადებაზე: რა გაბათილდა? აღარ არსებობს 2004-2012 წლები, როცა პოლიტიკურ პარტიას შეეძლო მიეღო გადაწყვეტილება ადამიანების მსჯავრდების, მათთვის განაჩენის გამოტანის, მათ შორის, წამების მიმართ? ერთხელ და სამუდამოდ კარგად უნდა დაიმახსოვრონ, რომ მათი რეჟიმი ვერასდროს დაბრუნდება

საძიებო სისტემა

აკრიფეთ მინიმუმ 2 სიმბოლო სწრაფი ძებნისთვის ან დააჭირეთ Enter-ს